თბილისის საკრებულო, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, საკვები პროდუქტების დარიგების კამპანიას აგრძელებს.
IRI-ის მხარდაჭერით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, რევაზ სოხაძემ თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
, , კორონავირუსის პრევენციის პერიოდში, მნიშვნელოვანია, ისეთი ოჯახების დახმარება, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. დღეს, სამგორის რაიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადავეცით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა შეიძინა. საკრებულომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის კამპანია წამოიწყო, რომელიც კერძო სექტორის გვერდში დგომით წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ეტაპობრივად ყველა იმ ოჯახში მივალთ, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
#თბილისისსაკრებულო
#პროდუქტები
#დახმარება
#IRI
#tbilisidaily