რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს

Tbilisi Daily

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი უფ­ლის უდი­დეს 12 დღე­სას­წა­ულ­თა შო­რის არის. ამ დღეს უფალ­მა თა­ბო­რის მთა­ზე 3 მო­ცი­ქუ­ლის - პეტ­რეს, ია­კო­ბი­სა და იო­ა­ნეს წი­ნა­შე ფერი იც­ვა­ლა, გაბრ­წყინ­და. მას წმინ­და მოსე და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი გა­მო­ე­ცხა­და, რომ­ლე­ბიც უფალს იე­რუ­სა­ლიმ­ში მის მო­მა­ვალ ჯვარ­ცმა­ზე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, ზე­ცი­დან კი მო­ცი­ქუ­ლებს ხმა მო­ეს­მათ: "ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, მა­გის ის­მი­ნეთ!". ფე­რიც­ვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ტაძ­რებ­ში ყუ­რძე­ნი და ხილი იკურ­თხე­ბა. მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვის გამო, ეს დღე თევ­ზით ხსნი­ლია.ფე­რის­ცვა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე karibche.ambebi.ge-ს ვა­ზი­სუბ­ნის ცხრა ყრმა­თა კო­ლა­ელ­თა სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხუ­რი დე­კა­ნო­ზი გუ­რამ გუ­რა­მიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა: - ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - იგი ეხე­ბა არა ძე კა­ცი­სას ზე­ცი­დან გარ­და­მოს­ვლი­სა და გან­კა­ცე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, არა მა­ცხოვ­რის ქვეყ­ნი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, არა­მედ სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბას. იე­სომ ფე­რის­ცვა­ლე­ბა იმის­თვის ინე­ბა, რომ ცხა­დად ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მო­ცი­ქულ­თათ­ვის და ყვე­ლა მორ­წმუ­ნი­სათ­ვის სა­ი­დუმ­ლო მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა - ჩვე­ნი ცხო­ნე­ბა სუ­ლი­ერ ფე­რის­ცვა­ლე­ბა­სა და გაბრ­წყი­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. - მა­მაო, ამ დღეს ხილს რა­ტომ აკურ­თხე­ბენ? - ეს ის პე­რი­ო­დია, როცა თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ხი­ლია შე­მო­სუ­ლი და ეკ­ლე­სი­ა­ში დამ­კვიდ­რდა ტრა­დი­ცია ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, წირ­ვის შემ­დგომ მათი კურ­თხე­ვი­სა, რაც სიმ­ბო­ლუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ კურ­თხე­ვით გა­ნიწ­მინ­დე­ბა ადა­მის ცოდ­ვით შე­ბილ­წუ­ლი ხილი და იმ სიწ­მინ­დეს იბ­რუ­ნებს, რომ­ლი­თაც ედე­მის ბაღ­ში იყო მო­სი­ლი. - თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა ში­ნა­გა­ნი ფე­რის­ცვა­ლე­ბა ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­რე­შეც გა­ნი­ცა­დოს? - ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი ხორ­ცი­სა და სუ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. ხორ­ცი ადრე თუ გვი­ან მი­წად იქ­ცე­ვა, ნათ­ქვა­მია: "მიწა ხარ და მი­წად­ვე მი­იქ­ცე­ვიო..." შე­სა­ბა­მი­სად, ხორ­ცი­ე­ლი ყო­ფაც დრო­ე­ბი­თია, წარ­მა­ვა­ლი, სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბაა სა­უ­კუ­ნო.ამიტომაც არა მარტო ხორციელ სიამტკბილობაზე უნდა ვიფიქროთ, სულიერ განწმენდასა და ფერისცვალებაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომელიც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით: ლოცვით, მარხვით, გულწრფელი აღსარებით, ხშირი ზიარებით... მიიღწევა. წმინდა მამები გვასწავლიან, მარხვა სულიერ ჭრილობებს კურნავს და ცოდვით გახრწნილ სულს აახლებსო. საგულისხმოა, რომ ქრისტემ ფერი ლოცვის დროს იცვალა. ამით უფალმა კიდევ ერთხელ მოგვცა სწავლება ლოცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და განსაცვიფრებელი ძალმოსილების შესახებ. ყოველდღიური გულმხურვალე ლოცვით ფიზიკური თვალისაგან უხილავად მლოცველის სულიერი ფერისცვალება ხდება. ლოცვა ხომ სულის სუნთქვაა, სუნთქვის გარეშე კი სულის სრულყოფა წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, მთავარია, გულში ჰყავდეს უფალი და ეკლესიაში სიარული აუცილებელი აღარაა. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა. ქრისტიანული ცხოვრების არსი პიროვნული სრულყოფისკენ, სულიერი ფერისცვალებისკენ სწრაფვაა და ამ მიზნის განხორციელებაში ეკლესიური წესების დაცვით გარდამოსული ღვთიური მადლი გვეხმარება.