ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტს ვირუსი აღარ უდასტურდება. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია აჭარას განუცხადა, რომ განმეორებით ჩატარებულ ტესტზეც პასუხი უარყოფითია.
''ის კლინიკურად უკვე გამოჯანმრთელებული იყო, ტესტის პასუხს ველოდებოდით. რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ უარყოფითი პასუხი და ჩვენ უკვე გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული. ის სავარაუდოდ კლინიკას მალე დატოვებს'' - ზაალ მიქელაძის სიტყვებს ტელეკომპანია აჭარა ციტირებს.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით სულ 27 ადამიანი განიკურნა.
#politics
#news
#კორონავირუსი
#აჭარა
#აჭარისმაუწყებელი