ეკა ბესელია -"დედა ნატალია ,,მეუბნება, რომ ცხოვრების ბოლოს მონასტერში დავასრულებ"
Tbilisi Daily
,,სამთავროს დედათა მონასტერი განსაკუთრებული მადლის მატარებელია და ძალიან მიყვარს აქ ყოფნა, აქ რომ მოვდივარ მავიწყდება ტკივილი, განცდები, თითქოს დრო ჩერდება აქ", - ამის შესახებ ეკა ბესელიამ ,,პროფილში" ისაუბრა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი წელია, რაც დედა ნატალიასთან მეგობრობს, რომელიც ეუბნება, რომ ცხოვრების ბოლოს მონასტერში დაასრულებს.
მაია ასათიანის კითხვაზე - უფიქრია თუ არა მონასტერში ცხოვრებაზე, ეკა ბესელია პასუხობს, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არის.
,,ჯერ დასასრულებელი მაქვს ჩემი იდეა, რისთვისაც ვიბრძვი, ბოლომდე უნდა მივიყვანო, მერე ვნახოთ, უფალმა იცის რა იქნება", - ამბობს ეკა ბესელია.