ბიტკოინის ფასი $14 000-იან ზღვარს გადასცდა

Tbilisi Daily

ბოლო ერთ კვირაში ბიტკოინმა $14 000-იანი ზღვარი მეორედ გადალახა. ამას CoinDesk-ის მონაცემები ადასტურებს. 4 ნოემბერს 02:44 საათისთვის ბიტკოინი $14,060 ღირდა, კრიპტოვალუტის ფასი 2%-ით გაიზარდა. ბიტკოინი $14 000-იან ზღვარს 31 ოქტომბერს მიუახლოვდა. მანამდე კრიპტოვალუტა ამ ზღვარზე 2018 წლის იანვარში იყო. ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის აღმასვლა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. 2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. 2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.