კოვიდ-19- ამერიკის მორიგი რეკორდი ჰოსპიტალიზაციის და ინფიცირების მხრივ

ამერიკის ხმა

გაზაფხულიდან მოყოლებული, მთელი პანდემიის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის დღიურ მაჩვენებლებში კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. ერთ დღეში ამერიკაში 144 000-ზე მეტი ინფიცირების და კოვიდ-19-ის გამო 61 964 ჰოსპიტალიზაციის ფაქტი აღირიცხა. ერთი დღით ადრე, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 61 964 იყო. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი ერთ დღეში 1 421 შეადგინა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვი ამერიკაში უკვე 241 000-ს აჭარბებს. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 10.4 მილიონზე მეტია. ოთხშაბათს, ტეხასის შტატში, მილიონზე მეტი ინფიცირებული აღრიცხეს. იგივე სიტუაციაა კალიფორნიის შტატშიც.        https://www.amerikiskhma.com/a/covid-19-us-new-record/5658219.html #ახალი_ამბები #აშშ #ყველაფერი_კორონავირუსზე