იქამდე სანამ მეოცე საუკუნეს სისხლიან კვალს დაატყობდა ადოლფ ჰიტლერი მხატვრობით იყო გატაცებული, მას უნდოდა, რომ ხელოვანი გამოსულიყო, დღემდე მისი არაერთი ნამუშევარია შემორჩენილი, მას შეეძლო დიდი წარატებისთვის მიეღწია, ეხატა პეიზაჟები, ნატურმორტები, ის ირჩევდა გზას, რომელიც ითვალისწინებდა, რომ დიდი გზა უნდა გაევლო წარმატებამდე, ის თანახმა იყო ამ ყველაფერზე, თანახმა იყო რომ პურის ფული საფოსტო მარკის და ღია ბარათების შექმნით ეშოვა, თუმცა მისი ცხოვრება ისე არ წავიდა როგორც წარმოედგინდა, იგი ვენის ხელოვნების აკადემიაში არ მიიღეს, უფრო მეტიც, მისი ნამუშევრები უინტერესოდ მიიჩნიეს, მათ მხოლოდ არქიტექტურული ნამუშევრები მოეწონათ და შესთავაზეს მას რომ არქიტექტურა გაეგრძელებინა, მან ამის შემდეგ კიდევ სცადა ბედი აკადემიაში, თუმცა უშედეგოდ მას მხოლოდ არქიტექტურას სთავაზობდნენ, თუმცა ადოლფი თვლიდა, რომ არქიტექტურა მისი საქმე ნაკლებად იყო, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა დიდი დიქტატორის ბედი იგი აკადემიაში რომ მიეღოთ, თუმცა ისტორიის შეცვლა შეუძლებელია, მჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ათეული წლის შემდეგ ვათვალიეროთ ადოლფის ტილოები და გაგვიჩნდეს კითხვა თუ როგორ შეიძლება ამდენი ბოროტების ჩამდენი, ასეთი ნამუშევრების შემქმნელი იყოს.
წიგნში, "ჩემი ბრძოლა", ჰიტლერი წერდა, რომ დღეში საშუალოდ სამ ნახატს მაინც ხატავდა.
მის შემოქმედებაში მრავალფეროვნება იგრძნობა, ყვავილები, პეიზაჟები... თუმცა მთავარი მაინც შენობებია, მისი შექმნილი ღია ბარათები ტურისტებში პოპულარობით გამოირჩევა.
თუმცა, მას ადამიანების ხატვა არ ეხერხებოდა, ან შეიძლება უბრალოდ არც სურდა, შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ აკადემიაში ვერ ჩაირიცხა.
და მთავარსარდლების უმეტესობა ძალიან კარგად იცნობდა ხელოვნებას, ან თავად იყვნენ ხელოვანნი, უმეტესი მათგანი კი ჰიტლერის მსგავსად დაუფასებელნი დარჩნენ.
„დიდ გერმანულ მხატვრულ გამოფენაზე“ ფიურერი ეპოქალური სიტყვით გამოვიდა:
„კუბიზმს, დადაიზმს, ფუტურიზმს, იმპრესიონიზმსა და ამათ მსგავს სხვა არცერთ მიმდინარეობას გერმანულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს… ისინი მხოლოდ ხელოვნურად შემოქმედი ხალხია, რომლებსაც ღმერთმა არ მისცა ხატვის ნამდვილი ნიჭი და მხოლოდ ტყუილით და ლაპარაკით დააჯილდოვა ისინი…
მათთვის ჩვენი ერის წარმომადგენლები დეგენერატული კრეტინები არიან, მდელოები მათთან ლურჯია, ცა-მწვანე, ღრუბლები ნაცრისფერ-ყვითელი და ა.შ…
ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან ეგრეთ წოდებული „მხატვრები“ გარემოებას მართლა ასე უჩვეულოდ ხედავენ და სჯერათ, რომ ისინი სწორად ასახავენ მსოფლიოს, მაშინ უნდა გაირკვეს, მათი მხედველობის დეფექტები მექანიკური, თუ გენეტიკური დაზიანებაა. პირველ შემთხვევაში ჩვენ მათ ვუზიარებთ, მეორე შემთხვევაში კი ეს მნიშვნელოვანია იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, უნდა მიხედონ ამ საქმეს, რათა თავი აარიდონ ასეთი საშინელი მხედველობის დეფექტების გენეტიკას. შესაძლებელია ისიც, რომ ამ პირებს თავად არ სჯერათ საკუთარი „გრძნობებისა“ და „ხილვების“, მაგრამ ცდილობენ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერი დაცინვით შურაცხყონ. ასეთი ქმედებები კი სისხლის სამართლის საქმეს მიეკუთვნება… ამიერიდან ჩვენ დაუნდობელ ბრძოლას გავმართავთ მათში კულტურული ელემენტების გასანადგურებლად.“
#art
#photo
#events
#opinion
#funny
#crypto
#business
#design
#food
#sport
#news
#politics
#religion
#gaming
#goodplaces