http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140548
არასამთავრობო ორგანიზაციები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციას ეხმაურებიან. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი სულხან სალაძე გამოსავალს კონსტიტუციაში ხედავს. მისი თქმით, მთავრობას შეუძლია აამოქმედოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, რომელშიც რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
„ხელისუფლებას შეუძლია აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მეორე ნაწილი და ამის საფუძველზე რეალურად ის პრობლემა რაც შეიძლება დღეს ქვეყანაში არსებობდეს, მათ შორის ადამიანების მხრიდან ეკლესიებში შეკრების და იქ ვირუსის შემდეგი გავრცელების, ამის პრევენცია ხელისუფლებას შეუძლია. საჭიროა პოლიტიკური ნება და კონსტიტუციის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ამოქმედება. ჩვენ ადრეც ვამბობდით, თუ ხელისუფლება თვლის რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა, საგანგებო რეჟიმის დროს პარლამენტს ნებისმიერ დროს შეუძლია შეიმუშავოს კანონპროექტი და ერთი კვირის განმავლობაში დაამტკიცოს“, - განაცხადა სალაძემ.