წმინდა ზიარების წესი მაცხოვარმა დაადგინა და არავის არ ძალუძს, რომ ეს შეცვალოს-ლაშა ჟვანია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140550 წმინდა ზიარების წესი მაცხოვარმა დაადგინა და არავის არ ძალუძს, რომ ეს შეცვალოს. თუკი ამას შეცვლის ვინმე, მაშინ ის ეკლესია აღარ იქნება - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ელჩმა ისრაელში და საპატრიარქოს ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ რუსთავი 2-თან საუბარში გააკეთა. “რა თქმა უნდა ტაძრებში შეიძლება დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ ის მითითებები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. აუცილებელია ამის გათვალისწინება იმისათვის რომ სხვები დავინდოთ, თუ საკუთარ თავს არ ვინდობთ. ქრისტიანობა საკუთარ თავზე ზრუნვა არაა, სხვებზე ზრუნვაა და ამიტომ დისტანცირება აუცილებელია... წმინდა ზიარების წესი მაცხოვარმა დაადგინა და არავის არ ძალუძს, რომ ეს შეცვალოს. თუკი ამას შეცვლის ვინმე, მაშინ ის ეკლესია აღარ იქნება. ამიტომ ეკლესიას ვერ მოვთხოვთ იმას, რომ მოჭრას ის ტოტი და ის ფესვი, რომელზეც არის აღმოცენებული. ამიტომ შეუძლებელია ამაზე საუბარი, ასე იქნება უკუნისამდე, ამაში დარწმუნებული ვარ.”- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
0