ბოტების სკანდალი: აჭარის მთაბრობიდან IT-სპეციალისტი გაუშვეს

0
ბერდია ბერიძე, რომელიც აჭარის მთავრობაში IT-სპეციალისტად მუშაობდა ბოლო 7 წლის განმავლობაში, სამსახურიდან გაათავისუფლეს. "ბათუმელების" ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ბოტების სკანდალს უკავშირდება. ბერიძეს 31 მარტს შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება. ოფიციალური მიზეზი სამსახურის ერთი დღით გაცდენა იყო, თუმცა ბერიძე სხვა მიზეზსს ასახელებს. მან სამსახურს აუხსნა, რომ გაცდენა მისი ბებიის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა - თურქეთში წამალი უნდა ეყიდა. თუმცა, სამსახური ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაატოვებინეს და ერთი დღის გაცდენა სერიოზულ გადაცდომად შეაფასეს. თავად ბერიძე კი ამბობს, რომ მის გათავისუფლებას პოლიტიკური მიზეზი აქვს. ბერდია ბერიძე "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა, ერთი წლის შემდეგ კი აჭარის მთავრობაში დააწყებინეს მუშაობა. "ადრეც სურდათ ჩემი სხვაგან გადაყვანა, მაგრამ არ მოხერხდა… ის [მთავრობის აპარატის უფროსი - არჩილ ჩიქოვანი] არის დაპირისპირებული კახა მიქელაძესთან, რომელიც აქამდე „ქართულ ოცნებაში“ იყო. მე ვმეგობრობ კახა მიქელაძესთან. ვფიქრობ, რომ ამის გამო გამიშვეს… 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, 2013 წლიდან აჭარის მთავრობაში ვმუშაობდი" - განუცხადა მან ჟურნალიტებს. ბერიძე აცხადებს, რომ სამართლებრივ დავას აპირებს და ამატებს, რომ "ბოტების სკანდალზე" ბევრი რამ იცის, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს. მის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს. "ბოტების სკანდალი" 25 თებერვლის მოვლენებს უკავშირდება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელმა შეცდომით ჟურნალისტების ჩატში დაწერა, რომ თორნიკე რიჟვაძის ლაივზე "ჩვენების" მობილიზებას ახდენდა, რათა მათ თავმჯდომარის ლაივზე პოზიტიური კომენტარები დაეწერათ. იმის შემდეგ, პრესცენტრის სხვა თანამშრომელმა აღნიშნული ფრაზა ავტორის სიცხიანობას დააბრალა და თქვა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თორნიკე რიჟვაძის ლაივზე მობილიზებული იყო მერიის თანამშრომლებისა და მოხალისეების ფეისბუქ-ანგარიშები.
#აჭარისმთავრობა
#ITსპეციალისტი
#ბათუმი
#BATUMIDAILY
0