სოციალური დისტანციის დარღვევის გამო დაკავებული მამა-შვილი ზუგდიდში.
2594 Views
Zugdidi Daily
Zugdidi · 5 months ago

სოციალური დისტანციის დარღვევის გამო დაკავებული მამა-შვილი ზუგდიდში.

სოციალური დისტანციის დარღვევისთვის მამა-შვილი ლადო და ლევან აბსანძეები სამართალდამცავებმა 3000 ლარით დააჯარიმეს.

შემთხვევა 30 მარტს, სუპერმარკეტ “ჯიბეში” მოხდა. მოქალაქე ლადო აბსანძე ამბობს, რომ მათ ჯარიმა უკანონოდ მიიღეს და გასაჩივრებისთვის შეაბამის ზომებს მიიღებენ. მოქალაქე ჯარიმოს გადახდას არ აპირებს.

ლადო აბსანძე ამ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება :

“გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი არასასიამოვნო ინცინდენტი ჩემ დაჯარიმებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, მე ამ სიტუაციამ დამანახა, რომ ვცხოვრობ ჯანსაღ და თანადგომის უნარიან საზოგადეობაში, პოსტი იმის შესახებ, რომ დამაჯარიმეს იმის გამო, რომ საკუთარ შვილთან არ მქონდა დისტანცია დაცული, აღშფოთებულ მდგომარეობაში დავწერე.ნამდვილად არ მოველოდი ასეთ რეაქციას და საზოგადოების მხარდაჭერას. პირველივე წუთებიდან, მხარდაჭერის ინიციატივით გარდა მეგობრებისა და ნაცნობების დამიკავშირდნენ: ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, სახალხო დამცველი, შსს გენერალური ინსპექცია, ასევე ამ ფაქტით დაინტერესდა და შემეხმიანდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი მერაბ ქვარაია. მოკლედ, იმედის მომცემია ეს ყველაფერი. ასეთ საზოგადოებაში მოცემული უპრეცენდენტო ვითარებაც კი გადალახვადია, კიდევ ერთხელ დამეუფლა სიამაყის გრძნობა, რომ მეც ამ საზოგადოებას წარმოვადგენ, მეც შევეცდები ვიყო ამ უნიკალური საზოგადოების ღირსეული წევრი. მჯერა, რომ უფლის მფარველობით ყველა სირთულეს გადავლახავთ.“

სამართალდამცავები ამბობენ, რომ მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ.

#ზუგდიდი #ჯარიმა #დარღვევა #სამართალდამცავები #სოციალურიდისტანცია #zugdididaily
Zugdidi Daily
Zugdidi · 5 months ago
4
Write a comment