უამრავი წყარო ვარაუდობს, რომ ვუჰანის ლაბორატორის გარკვეული წვლილი მიუძღვის კორონავირუსის გავრცელებაში, რაც 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ეს ვარაუდი, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებელია და მეცნიერებს სჯერათ, რომ ვირუსის გავრცელების პირველწყარო ვუჰანში მდებარე ცხოველების ბაზრობაა.
ვუჰანის ლაბორატორია არის ადგილი, სადაც მუშაობენ მსოფლიოში ყველაზე საშიშ პათოგენებზე. ეს ადგილი არის გეგმის ნაწილი, რომელიც ჩინეთში 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს და მოიცავს ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონის კიდევ მრავალი მსგავსი ლაბორატორიის აშენებასა და ამუშავებას.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ მოღვაწე უამრავი მეცნიერი აღნიშნულ პროექტში ხედავს პათოგენებისა და ვირუსების გავრცელების დიდ საშიშროებას და ფიქრობენ, რომ ის გახდება კიდევ ერთი დამატებითი განზომილება, რომელიც მნიშვნელოვნად დაძაბავს გეოპოლიტიკურ ვითარებას ჩინეთსა და სხვა სახელმწიფოებს შორის, მაგრამ, ამავდროულად ჩინელი მიკრობიოლოგები აღნიშნავენ ბიოუსაფრთხოების მსოფლიო ელიტაში შესვლას.
„ეს პროექტი მოგვცემს მეტ შესაძლებლობებს, დიდი წვლილი შევიტანოთ მეოთხე დონის პათოეგენებზე მუშაობაში და დარწმუნებული ვარ ეს დიდ სარგებელს მოუტანს მსოფლიოს ვირუსებთან ბრძოლაში“, _ განაცხადა ჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის პათოგენური მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დირექტორმა ჯორჯ გაომ.
სხვაგვარად ფიქრობს ზოგიერთი ამერიკელი მეცნიერი. მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოუსაფრთხოების პროფესორი რიჩარდ ემბრატი ამბობს, რომ „SARS“-ის ვირუსი (მწვავე რესპირატორული სინდრომი) მრავალჯერ „გაიქცა“ ბეიჯინგის მაღალი დონის დაცვის ლაბორატორიებიდან. „მნიშვნელოვანია გამჭირვალობის მაღალი დონე და ღიაობა, როდესაც საქმე ბიოუსაფრთოების მსგავს ობიექტებთან გვაქვს, მაგრამ რამდენად მარტივი იქნება ეს ჩინეთში?“
ექსპეტრები შიშობენ, რომ ეს არის რეაქცია საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე მიმდინარე პროცესებზე და აცხადებენ, რომ მსგავსი ლაბორატორიებს თან სდევს ორმაგი გამოყენების საშიშროება და მათი რაოდენობის ამგვარი ზრდა, პოტენციურად საშიში ბიოიარაღის განვითარებას ნიშნავს.
სტატია ნათარგმნია nature.com - დან
#ჩინეთი
#კორონავირუსი
#ბიოიარაღი
#headline