კენკრის "ჩიზქეი" შეფ მაკო ვარდოსანიძესგან.

0
დღეს ჩემი ბლოგი ეთმობა ულამაზეს და უნიჭიერეს ახალგაზრდა მზარეულს, მაკო ვარდოსანიძეს, რომელიც არა მხოლოდ გარეგნობით არამედ კერძებითაც ახერხეს მამაკაცების გულის მოგებას და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მაკოს საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ და არა ერთხელ მქონია მისი კერძების გასინჯვის შანსი, მაგრამ ჩემი გული განსაკუთრებით ჩიზქეიქმა მოიგო, რომლის საიდუმლო რეცეპტსაც შეფი გვიზიარებს. პროდუქტები: ძირი: 200გრ-ორცხობილა 30გრ-კარაქი 10გრ-ნაღები სითხე: არაჟანი-900გრ ხაჭო-360გრ(6%) შაქარი-230გრ ჟელატინის ფირფიტა 9ც ნაღები-40გრ ჟოლოს და მაყვლის სიროფი-100გრ მომზადების წესი ძირი: ორცხობილა დავაჩოპეროთ დავუმატოთ დამდნარი კარაქი და ნაღები. შევკრათ გუნდა და გავაბრტყელოთ მრგვალ ფორმაზე, გამოვაცხოთ 180°ზე 20წთ. გავაციოთ. სითხე: არაჟანი და ხაჭო დავაბლენდეროთ ერთად. ცალკე პატარა ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავამატოთ ნაღები, სიროპი და ჟელატინი. (ჟელატინს წინასწარ ვალბობთ ცივ წყალში). ეს მასა მიგვყავს ადუღებამდე . შემდეგ გადავიტანოთ არაჟნია. მოვურიოთ და ფორმაზე დასხმისას გადავწუროთ საცერზე. ჯერ დავასხათ ერთი ნახევარი, დავალაგოთ კენკრა და შემდეგ მოვასხათ დანარჩენი. სასურველია ერთი ღამით დავტოვოთ მაცივარში. მოვრთოთ ასევე კენკრით და ნიგოზით. გემრიელად მიირთვით
#Chef
#cuisine
#pastry
#girl
#tbilisi
#foodislove
#loveisfood
0