ბელარუსში ხელისუფლების მომხრეები საპროტესტო აქციისათვის ემზადებიან
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელარუსის ოპოზიციის მომხრეები ემზადებიან მასშტაბური საკვირაო საპროტესტო აქციის გასამართავად მინსკსა და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქში.
9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები 71-ე დღეა მართავენ სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელდა აქტივისტების მოწოდებები, რომ საპროტესტო მსვლელობა დაიწყოს ქარხნის რაიონიდან და გაგრძელდეს პარტიზანების გამზირზე.
ბელარუსის ხელისუფლებამ წინასწარ დაიჭირა თადარიგი და, როგორც იუწყებიან, დილიდან გააჩერა მეტროს რამდენიმე სადგური. მათ შორის პირველი მაისისა და პროლეტარების სადგურები, რომლებიც პირველად დაიხურა მთელი ამ ხნის განმავლობაში.
ტელეგრამას არხის ცნობით, მინსკის ერთ-ერთი რაიონის მცხოვრებლებმა 18 ოქტომბერს მრავალსართულია შენობაზე გადმოფინეს ოპოზიციის 71 მეტრის სიგრძის თეთრ-წითელი დროში, რაც სიმბოლურად ასახავს პროტესტების დაწყების 71-ე დღეს.
დროში ჩამოსასხმელად მალე შენობასთან გამოჩნდა შავ ფორმებში გამოწყობილი სპეცრაზმი. მაგრამ სახლის მობინადრეებმა თავად ჩამოხსნეს დროშა.
შაბათს, 17 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს მინსკში გაიმართა ქალებისა და სტუდენტების აქცია, რომელიც მილიციამ რამდენიმე წუთში დაშალა.
დააკავეს სამი ათეული მოქალაქე, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30899422.html
#ახალი_ამბები
#twitter