დასრულდა ზელენსკის შეხვედრა შოლცთან, მაკრონთან, დრაგისთან და იოჰანისთან. კიევი აცხადებს, რომ „უკრაინას ურყევ მხარდაჭერას“ დაჰპირდნენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დასრულდა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა.
მას ამ შეხვედრის შედეგებზე ჟურნალისტებისთვის დეტალურად არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას საერთაშორისო კოალიციის სტაბილური მხარდაჭერა აქვს.
"ჩვენ სახელმწიფოთა ლიდერებს გადავეცით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინადადებების სრული პაკეტი, რომელიც მაკფოლ-ერმაკის საერთაშორისო ჯგუფმა მოამზადა. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა აგრესორზე, ვიმუშაოთ სანქციების მეშვიდე პაკეტზე გაზის ემბარგოს გათვალისწინებით", - დაწერა ემრაკმა ტელეგრამში.
დღესვე უკრიანაში მყოფი გერმანიის, იტალიის, რუმინეთისა და საფრანგეთის ლიდერები რუსეთის ინტრევენციის შედეგად განაგურებულ ქალაქ ირპენში ჩავიდნენ.
უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, მან უნდა შეძლოს გამარჯვება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მათ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი ნახეს.
„მათ დაანგრიეს ბაგა-ბაღები, სათამაშო მოედნები და ყველაფერი აღდგება“, - აღნიშნა დრაგიმ.
„ჩვენ, ევროპელები მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით. ჩვენს შორის გამჭრიახი საუბარი გაიმართა , - ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31901319.html
Source: radiotavisupleba.ge