სასამართლომ დააკმაყოფილა „რესპუბლიკელების“ სარჩელი - პარტია არჩევნებზე რეგისტრირდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, სასამაართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და პარტია არჩევნებზე რეგისტრირდება. ამის შესახებ სამნიძემ „ფეისბუკზე" დაწერა.
პარტიამ სასამართლოს, მას შემდეგ მიმართა, რაც ცესკო-მ მას რეგისტრაციაზე უარი განცხადების ვადის გადაცილებით წარდგენის მიზეზით უთხრა. „არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლით დადგენილ ვადაში, 2020 წლის 15 ივლისამდე, რაც წარმოადგენს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს“, - ნათქვამია ცესკო-ს განკარგულებაში.
„რესპუბლიკელებმა“ არ გაიზიარეს ცესკო-ს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიმართეს. როგორც მათ განმარტეს, განცხადება ვადის დაცვით წარადგინეს - 14 ივლისს ფოსტით გააგზავნეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30737701.html
#ახალი_ამბები
#twitter