ტრამპი უზენაესი სასამართლოს ახალი წევრობის კანდიდატის ვინაობას 25 ან 26 სექტემბერს დაასახელებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ოთხ თუ ხუთამდე შეამჭიდროვა სია მოსამართლეებისა, რომელთაგან უნდა იქნეს ერთი დანიშნული უზენაესი სასამართლოს წევრად და რომელმაც უნდა შეცვალოს ახლახან გარდაცვლილი რუტ ბეიდერ გინსბურგი. მის ვინაობას ტრამპი გამოაცხადებს 25 ან 26 სექტემბერს.
87 წლის გინსბურგი გარდაიცვალა 18 სექტემბერს. რესპუბლიკელებს მიეცათ შესაძლებლობა, გააფართოვონ კონსერვატორთა უმრავლესობა უზენაეს სასამრთლოში და ექვამდე აიყვანონ მათი რიცხვი 9 წევრიან ჯგუფში. ამის ფონზე საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში აშშ-ის საზოგადოება გახლეჩილია.
ტრამპმა Fox News-ს უთხრა, რომ სურს დაიცადოს გინსბურგისადმი პატივისცემის ნიშნად.
ტრამპის ნებისმიერი კანდიდატი უზენასი სასამართლოს წევრობაზე სენატის უბრალო უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს. იქ რესპუბლიკურ პარტიას უმრავლესობა აქვს, 53-47.
ტრამპმა, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, განაცხადა, როომ კანდიდატი იქნება ქალი და მისი დამტკიცება უნდა მოხდეს 3 ნოემბრამდე.
ტრამპის გეგმა, სწრაფად მოუძენოს გინსბურგს შემცვლელი, დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა შეაფასა „ხელისუფლების ბოროტად გამოყენებად“.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მთელი ცხოვრების მანძილზე აწყობენ შეხვედრებს და განსაზღვრავენ პოლიტიკურად ერთობ მგრძნობიარე საკითხებს აბორტის და მიგრაციის საკითხებიდან დაწყებული, დასრულებული იარაღის შესახებ კანონმდებლობით.
ვაკანსიამ სასამართლოში შეცვალა საარჩევნო კამპანიის მიმართულება, რომელიც დღემდე იმაზე იყო კონცენტრირებული, თუ როგორ უმკლავდებოდა ტრამპი პანდემიას, ეკონომიკურ ვარდნას და რასობრივ არეულობებს.
ფილადელფიაში სატელევიზიო მიმართვისას, 20 სექტემბერს, ბაიდენმა მოუწოდა რესპუბლიკელ დეპუტატებს სენატში, რომლის წევრიც თვითონ იყო 36 წლის მანძილზე, დაიცადონ ნოემბრის არჩევნებამდე, სანამ კენჭს უყრიდნენ მოსამართლის კანდიდატურას. „პრეზიდენტმა ტრამპმა ახლა რომც წამოაყენოს თავისი კანდიდატურა, სენატი უნდა დაელოდოს, სანამ ამერიკელი ხალხი აირჩევს შემდეგ პრეზიდენტს და შემდეგ კონგრესს“, თქვა ბაიდენმა. „თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს არჩევნებში, სენატმა უნდა უყაროს კენჭი კანდიდატს და სამართლიანად განსაზღროს ის, მაგრამ თუ მე გავიმარჯვებ, ტრამპის კანდიდატურა უნდა გაიწვიონ“, თვლის ბაიდენი.
აქვთ რა შესაძლებლობა შეზღუდული, ხელი შეუშალონ რესპუბლიკელებს ამ ქმედებისთვის, დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ ზომიერი რესპუბლიკელები ტრამპის კანდიდატურას წინააღმდეგობას გაუწევენ. ტრამპის გეგმას რომ ხელი შეუშალონ, საჭიროა ოთხი რესპუბლიკელი სენატორი, რადგან ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, შეუძლია ხმა მისცეს, რათა ხმების თანაბარი რაოდენობა არ იყოს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30850331.html
#ახალი_ამბები
#twitter