საქართველო VS ბელარუსი კიდევ ერთხელ გადაიდო

0
უეფამ ერთა ლიგის ნახევარფინალური და ფინალური დაპირისპირებები, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კიდევ ერთხელ გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფამ დღეს მიიღო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელთან ვიდეო კონფერენცია გამართა. შეხვედრები, რომლებიც 26-31 მარტს უნდა გამართულიყო, პანდემიის გამო პირველად ივნისში გადაიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფის 1/2 ფინალში ბელარუსიასთან გაარკვევს უძლიერესის ვინაობას. გამარჯვების შემთხვევაში კი მაკედონიისა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჯერჯერობით, მატჩების ჩატარების ახალი თარიღი უცნობია.
#georgia
??
#belarus
??
#uefa
#football
#news
#sport
Borjomi
0