შესაძლოა ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარული ბაზარი დაიხუროს.

0
შესაძლოა ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარული ბაზარი დაიხუროს. რეგიონების აგრარული ბაზრების დახურვის მიზეზი, მოქალაქეების მიერ დარღვეული რეკომნდაციებია. მოსახლეობა არ იცავს შესაბამის რეკომენდაციებს, რამაც შესაძლოა აგრარული ბაზრების დახურვა გამოიწვიოს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერილია აკეთებს : , , მინდა შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება. შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები, რომელიც უნდა შეესრულებინათ - ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული, რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანცია. ის რაც დღეს ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას” - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა. გადაწყვეტილებასდღევანდელი დაკვირვების შემდეგ მიიღებენ ბაზრების დახურვასთან დაკავშირებით.
#ზუგდიდი
#სენაკი
#ფოთი
#სამეგრელოზემოსვანეთუ
#რეკომენდაციები
#აგრარულიბაზრები
#zugdididaily
0