30 მარტს ევროკომისიამ გამოაცხადა
საქართველოს და აღმოსავლეთ რეგიონისთვის გამიზნული პარტნიორობის და დახმარების პაკეტის შესახებ.
ქვეყნებს კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გამკლავებაში დახმარება სჭირდება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ახალი საგანგებო მზად ყოფნისა და დახმარებისთვის. ასევე მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად და ყველა რეგიონულ ფონდზე წვდომის უზრუნველყოფა.
ეს არის ნაწილი აღმოსავლეთ პარტნირობისთვის გამიზნული დახმარების დიდი პაკეტისა, რომელიც მოიცავს 140 მლნ ევროს ოდენობის ახალ დახმარებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 700 მლნ–მდე ევროს დახმარების გადამისამართებას
მოცემულ მომენტებში საქართველოს რესურსებს აუცილებლად ესაჭიროება არსებული პაკეტი, რის შემდეგაც უკეთესად დაიწყება წინსვლა ვირუსის დასაძლევად.
ასე რომ ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს ჩვენს დასაცავად და პირველ რიგში ჩვენ დავიცვათ მოქმედი წესები, რომ უფრო და უფრო არ გამძაფრდეს სიტუაცია.
#politics
#news
#opinion
#covid19
#coronavirus
#დარჩისახლში