თუ ყველა ღონისძიება არ გატარდა, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი დაინფიცირდება - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140573 თუ ყველა ღონისძიება არ გატარდა, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი დაინფიცირდება - ამის შესახებ განცხადება, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, PosTV-ის ეთერში საუბრისა გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემდეგი კვირიდან ისინი ელოდებიან პაციენტების ზრდას, ხოლო აპრილის ბოლოდან უკვე კორონავირუსის გავრცელების პიკს. "თუ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მატება ათეულობით, სავარაუდოდ, ვფიქრობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან, აპრილის ბოლოდან, ეს იქნება 50 და რამდენიმე ასეული ადამიანი ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ის ღონისძიება არ გატარდა იმ ხარისხით, როგორი ხარისხითაც და თანმიმდევრობითაც ის უნდა გატარდეს", - განაცხადა ტიკარაძემ.
0