სოფელ კახათში სახლი დაიწვა.

Zugdidi Daily

ზუგდიდის სოფელ კახათში ადგილობრივი მცხოვრების ოჯახის, ჩახაიების ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კახათში მერის წარმომადგენელმა კობა ჩახაიამ განაცხადა, რომ ადგილზე 4 სახანძრო მანქანა დროულად გამოცხადდა, თუმცა ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. #ზუგდიდი #კახათი #ხანძარი #ზუგდიდისმერია #zugdididaily