3 votes
0 comments
0 shares
Save
COVID 19-ზე გამოსაკვლევად გაგზავნილი შვიდი მოქალაქის ანალიზის პასუხი უარყოფითია - მოწერელია
327 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140575

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად გაგზავნილი შვიდივე მოქალაქეს „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში არის 178 პირი, იზოლაცია მოეხსნა 546 მოქალაქეს. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 75 ადამიანი. აქედან აფხაზეთიდან გადმოსულია 13 ჩვენი თანამოქალაქე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კი, კორონავიროსზე მკურნალობას გადის ორი პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის რეგიონის მასშტაბით დაჯარიმებულია 42 პირი. სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„დავასრულეთ ზედაეწერში თერმოსკრინინგი, ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, სწორედ ამიტომ გადავვწყვითეთ, ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი. სოფელში შემოწმებულია 1 037 მოქალაქე, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. სკრინინგი მიმდინარეობს სხვა სოფელშიც, გარდა ამისა, სკრინინგი ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Zugdidi Daily
Zugdidi · 3 months ago
თერმოსკრინინგი ზუგდიდის მუნიციპალეტიტეში ყოველდღიურად მიმდინარეობს.
თერმოსკრინინგი ზუგდიდის მუნიციპალეტიტეში ყოველდღიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ ადგილობრივ მცხოვრებლებს. თერმოსკრინინგი ამ დროისთვის 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს. თერმოსკრინინგი ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში, სადაც 1037 მოქალაქე შემოწმდა. არსებული ინფორმაციით მაღალი ტემპერატურა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ზედაეწერში მასიური შემოწმების მიზეზი, ის პირველი კორონავირუსით დაინფიცირებული 67 წლის მამაკაცია, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს. სოფელ შამგონაში მცხოვრებ 350 მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. გარდა ამისა შემოწმება ტარდება ზუგდიდისა და ფოთის გამშვებ პუნქტზე.#ზუგდიდი #ინგირი #ზედაეწერი #შამგონა #ფოთი #თერმოსკრინინგი #კორონავირუსი #zugdididaily.
Zugdidi Daily
Zugdidi · 1 month ago
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეთა რაოდენობა.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 47 პირი იმყოფება, ხოლო რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 195 ადამიანი. ეს ვალდებულება ვადის ამოწურვის მიზეზით მოეხსნა 920 მოქალაქეს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ პერიოდში ჯამში, ეპიდზედამხედველობა განხორციელდა და მიმდინარეობს 1525 პირზე. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 56 ბიოლოგიური მასალიდან 24 ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის კავშირები იყო. გამოკვლეულთაგან სამს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთზე ხელახალი კვლევა განხორციელდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ მიმდინარეობს ტრაილერის მძღოლის კავშირების დამატებითი ეპიდკვლევა.#ზუგდიდი #ანაკლია #განმუხური #საკარანტინოსივრცე #კორონავირუსი #კავშირები #zugdididaily
Zugdidi Daily
Zugdidi · 1 month ago
ანაკლია-განმუხურის საკარანტიზნო სივრცეში მყოფთა რაოდენობა.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 18 პირი რჩება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაშია 179 ადამიანია დარჩენილი. ეს ვალდებულება ვადის ამოწურვის გამო მოეხსნა 920 მოქალაქეს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 მაისს, 129 პირის ანალიზი შემოწმდა კორონავირუსზე და გაირკბა, რომ ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. გასულ ღამეს, რეგიონის მასშტაბით, საგანგებო მდგომარებისას დაწესებული რეჟიმის დარღვევისთვის 13 პირი დაჯარიმდა. აქდეან 12 საზოგადოებრივ სივრცეში სამზე მეტი პირის თავშეყრის წესის დარღვევისათვის და 1 საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის.#ზუგდიდი #სამეგრელოზემოსვანეთი #ანაკლია #განმუხური #საკარანტინოზონა #თვითიზოლაცია #zugdididaily
Marneuli Daily
Marneuli · 4 weeks ago
37 წლის კირაჩ-მუღანლოელ ინფიცირებულ ქალს არ სჯერა , რომ კორონოვირუსი აქვს.
37 წლის კირაჩ-მუღანლოელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი 8 ივნისს დაუდასტურდა, აცხადებს, რომ მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ინფიცირებული მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ამჟამად თბილისში, თანამშრომელთან ერთად, მკურნალობას გადის. მისი თქმით, საავადმყოფოში გადაყვანამდე ორი დღით ადრე წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სადაც ინფიცირებული მუშაობს, კორონავირუსის ტესტირებები აიღეს და მისი ტესტის პასუხი დადებითი იყო. „კორონავირუსის დადასტურებამდე ერთი-ორი დღით ადრე ტესტირება ჩაატარეს. მერე, ერთ დღეს სამსახურში საჭმელად დავჯექით და ამ დროს ზარი შემოვიდა, მარნეულიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ სახლში წავსულიყავი, კიდევ უნდა ჩაეტარებინათ ანალიზები. მივედით სახლში და სასწრაფო მოვიდა და გვითხრა, თბილისში უნდა წაგიყვანოთო, მაგრამ ჩვენ ტემპერატურა ან სხვა პრობლემები არ გვქონია. აქ სულ სიცილით წამოვედით“ - ამბობს ინფიცირებული ინფიცირებული ამბობს, რომ საავადმყოფოში ანალიზებს ყოველდღიურად უტარებენ, მაგრამ ექიმები პასუხების შესახებ ინფომრაციას არ აწვდიან. „ამჟამად საავადმყოფოში ვარ. ანალიზების პასუხებზე არაფერს გვეუბნებიან. დღეში ერთხელ გადასხმას აკეთებენ და ერთ ნემსს გვიკეთებენ. სხვა წამლებს არ ვსვავთ. ალბათ, არაფერი არ გვჭირს, არაფერს რომ არ აკეთებენ. ვეკითხებით, ანალიზის პასუხები როგორია, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა. ქართულიც იმ დონემდე არ ვიცი, რომ რამე დამატებით ვკითხო“ 37 წლის ქალს არ სჯერა, რომ ის და მისი თანამშრომელი ინფიცირებულია. ამბობს, რომ თავისუფლად სუნთქავს, ხველა არ აწუხებს და სიცხე არ აქვს. "საკვები ნორმალურია. არც სიცხე გვაქვს, არც ხველა. არაფერი გვტკივა. ინფიცირებულს ყელის ტკივილი ან ტემპერატურა უნდა ჰქონდეს, ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს. ყოველდღე ტემპერატურას ამოწმებენ და 36-ზე მეტი არ მაქვს" ინფიცირებული აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტირებები მისი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და რამდენიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დანარჩენი ადამიანები კი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში არიან გადაყვანილი. ამბობს, რომ მისი შვილები რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს, მაგრამ არ იცის თუ სად გადაიყვანეს მისი დედა. მედიასთან საუბრისას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა ნინო ვარდიძემ თქვა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კორონავირუსი შესაძლოა უსიმპტომო იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ვირუსი არ აქვს. „ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურა, მშრალი ხველა, შესაძლოა იყოს ფაღარათი, შესაძლოა იყოს გემოს და სუნის დაქვეითება, წნევის თამაშები, თავის ტკივილი. ძირითადად წამყვანი სიმპტომებია სიცხე და ხველა. ასევე, შესაძლებელია პაციენტებს ეს მდგომარეობა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც“ - გვითხრა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ეპიდემიოლოგმა გვითხრა, რომ მათაც ჰყავდათ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, ვისაც სიმპტომები არ უფიქსირდებოდა, მაგრამ მას გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა თავის ტკივილები და წნევის თამაშები. „გააჩნია რა სისუსტე აქვს ადამიანს. თუ ადამიანს წნევებისადმი, გულსისხლძარღვთა სისტემისადმი ან რევმატული ფაქტორებისადმი აქვს მიდრეკილება, ამ დროს კორონავირუსი სიმპტომებს ამ მიმართულებით უფრო აძლიერებს“ - ამბობს ნინო ვარდიძე ექიმ-ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით შედის, საავადმყოფო ვალდებულია ის იქამდე დატოვოს კლინიკაში სანამ კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში ორჯერადი „პისიარ“ კვლევა არ ჩაუტარდება და ორივე პასუხი უარყოფითი არ იქნება. „ხშირ შემთხვევაში პაციენტები იმაზე მეტხანს ყოვნდებიან ჩვენთან ვიდრე საჭიროა. იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს აღარ აწუხებდა არაფერი, მაგრამ ორჯერადი კვლევის შემთხვევაში ერთხელ მაინც უფიქსირდებოდა კორონავირუსი. მათ შეეძლოთ მკურნალობის სახლის პირობებში გავლა და გარკვული პერიოდულობის განმავლობაში კლინიკაში შესამოწმებლად მისვლა, მაგრამ სახელმწიფოსგან არ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაცია, რომ თუნდაც ერთჯერადი პასუხით გავწეროთ პაციენტი“ - განაცხადა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსზე ჩატარებული ორჯერადი ტესტის პასუხი უარყოფითია ნიშნავს, რომ ამ ადამიანს კორონავირუსის გადამდებლობა არ აქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს სიმპტომები ის მაინც შეიძლება იყოს საშიში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. წყარო ; რადიო მარნეული#Covid-19 #კირაჩ-მუღამლო #მარნეული #marneulidaily#ახალიამბები
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
კონტროლი მკაცრდება
საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია. "ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 5 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არათუ არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი, არამედ პირიქით, საჭიროა შესაბამისი უწყებებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა", - ნათქვამია ინფორმაციაში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის დაცვისა და კოვიდ-19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის. საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები. "ამ მიზნით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები. გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ. ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, რომლებთან დაკავშირებითაც დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
რა წესები უნდა დაიცვან ონკოპაციენტებმა კორონავირუსის პანდემიის დროს
ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა ხშირად იწვევს იმას, რომ პაციენტის იმუნური სისტემა სხვაგვარად მუშაობას იწყებს (როგორც წესი, უფრო ცუდად, მაგრამ ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდება, რაც ორგანიზმისთვის კარგი სულაც არ არის). ამიტომაც დიდ ბრიტანეთში ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით მკურნალობისას ადამიანებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიაკუთვნებენ. ამ კატეგორიაში შედიან ისინიც, ვინც იმუნოთერაპიის კურსს გადიან და მონოკლონალურ ანტისხეულებს, PARP ინჰიბიტორებს ან იმუნოდეპრესიულ საშუალებებს იღებენ. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ნიუანსები არსებობს. მაგალითად, უცნობია, სინამდვილეში რა გავლენა შეიძლება იქონიოს იმუნოთერაპიამ ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარებასა და მის მიმდინარეობაზე, მაგრამ გონივრულია მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ნამდვილად საშიში იყოს. ანალოგიურ საფრთხეში არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძვლის ტვინი ან ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედები გადაინერგეს. იმუნური სისტემა ცუდად მუშაობს ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების დროსაც. მაგალითად, ეს არის ლეიკემია, ლიმფომა და მიელომა. ამ ყველაფრის შედეგად, ადამიანი ინფექციური დაავადებებისადმი მგრძნობიარე ხდება და (ან) მათ შემთხვევაში COVID-19 რთულად მიმდინარეობს. სხვათა შორის, თუ თქვენ ენდოკრინული თერაპიის კურსს იტარებთ, როგორც წესი, ამ დროს პრობლემები არ წარმოიქმნება. ეს პროცედურა იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე ცუდად არ მოქმედებს. თუ ონკოლოგიური დაავადება წარსულს ჩაბარდა და ადამიანი რემისიის პროცესშია, მაშინ იმუნური სისტემა თანდათან ნორმალურ დონეს უნდა დაუბრუნდეს. მაგალითად, სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში რისკი განსაკუთრებით მაღალია. თუ თქვენ COVID-19-ის სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ ექიმს! თუ თქვენ ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები გამოგივლინდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. დაღლილობა და მომატებული ტემპერატურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ COVID-19- ის სიმპტომები, არამედ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შედეგი. თუმცა უმჯობესია, ეს საკითხი ონკოლოგთან განიხილოთ. ამ შემთხვევაში, ექიმთან დაუყოვნებლივ ჩაწერა და ვიზიტის დანიშვნა ნამდვილად არ ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობის შესახებ მას არ გააფრთხილებთ. სპეცილისტების განმარტებით, ყველაზე უსიამოვნო, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს არის ის, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი თავის სიმპტომებზე წინასწარ არაფერს იტყვის, ის მთელ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს დააინფიცირებს. ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლენისას, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ ოჯახის წევრებისგან იზოლაცია დაგჭირდეთ. თუმცა ხანდახან ჰოსტიპალიზაციაც საჭირო ხდება. ამიტომაც უმჯობესია წინასწარ ჩაალაგოთ ყველაფერი, რაც შეიძლება საავადმყოფოში დაგჭირდეთ: - საგანგებო კომუნიკაციისთვის საჭირო კონტაქტების ჩამონათვალი; - იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც თქვენ იღებთ (აქვე უნდა მიუთითოთ მიღების სიხშირე და დოზა); - ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიც არის კბილის ჯაგრისი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მედიკამენტები. როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში რეკომენდებულია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შეჩერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა კიდევ უფრო ცუდად დაიწყებს მუშაობას და სერიოზული გართულებების რისკი მეტად გაიზრდება. როდის უნდა განახლდეს მკურნალობა, საკამათო საკითხია. ზოგიერთი ონკოლოგი COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელებიდან ორი კვირის გასვლას ელოდება, სხვებისთვის კი ახალი კორონავირუსის ტესტის ერთი უარყოფითი პასუხიც კი საკმარისია. უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვას ონკოლოგიურმა პაციენტმა? ონკოლოგიურმა პაციენტმა უსაფრთხოების უფრო გამკაცრებული ძირითადი ზომები უნდა დაიცვას: - ხელები სწორად დაიბანეთ და ფრჩხილები მოკლედ დაიჭერით (გრძელი ფრჩხილების პირობებში ხელის კარგად დაბანა უფრო რთულია); - დარჩით სახლში და თუ გარეთ გახვალთ, ხალხს მოერიდეთ. ორი მეტრის ან უფრო მეტი დისტანცია საუკეთესო ვარიანტია. სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ თქვენი ოჯახის წევრებმაც იგივე წესები უნდა დაიცვან. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ, მათგან იზოლაციაში უნდა იყოთ. მაგალითად, საკუთარ თავს ერთი ოთახი გამოუყავით და შეეცადეთ, ოჯახის სხვა წევრებს არ მიუახლოვდეთ. ხშირად გაანიავეთ სახლი, ზედაპირებს დეზინფექცია ჩაუტარეთ და მხოლოდ თქვენთვის გამოყოფილი პირსახოცით ისარგებლეთ. - არ ეკონტაქტოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები აქვთ. თუმცა შესაძლოა, ექიმმა სხვა რეკომენდაციაც გასცეს. მაგალითად, თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ისედაც შეზღუდულია, შეიძლება დამატებითი შეზღუდვა მოიხსნას. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს სპეციალური რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ თქვენ სამედიცინო ნიღაბი ან რესპირატორი უნდა ატაროთ, თუ გრიპის ან ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები არ გაქვთ. თუმცა ზოგიერთი ექიმი ასეთ რეკომენდაციასაც გასცემს. ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ და თუ შესაძლებელია, მკურნალობა გადადეთ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დღეს განსაკუთრებით საშიშია. აქ ადვილად შეიძლება დაინფიცირდეთ ახალი კორნავირუსით, რაც განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. ამიტომაც თუ სამედიცინო კონსულტაცია შეგიძლიათ დისტანციურად მიიღოთ, უმჯობესია ასე მოიქცეთ. როგორ მოვემზადო დისტანციური კონსულტაციისთვის? მოცემულ სიტუაციაში ექიმი მაქსიმალურად შეეცდება, თქვენი ვიზიტი უკეთესი დროისთვის გადადოს ან ისინი უფრო ხანმოკლე და იშვიათი გახადოს. ეს თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ვიზიტი მაინც აუცილებელია, უმჯობესია სამედიცინო დაწესებულებაში თანმხლები პირების გარეშე მიხვიდეთ (მათ შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ). თუმცა ექიმის დანიშნულების ან რეცეპტის მიღება თქვენ ნაცვლად თქვენ ჯანმრთელ ახლობელს ნამდვილად შეუძლია. ეს ეხება ნარკოტიკულ პრეპარატებსაც, მაგრამ თქვენს ჯანმრთელ ნათესავებს ხშირად შეუძლიათ მიიღონ რეცეპტები და მედიკამენტები თქვენთვის. ეს ასევე ეხება ნარკოტიკულ საშუალებებს. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ დიაგნოსტიკის გადადებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ წინასწარი გამოკვლევების დროს დადგინდება, რომ დაავადება სწრაფად არ პროგრესირებს. ასევე შეგიძლიათ მინიმალური დიაგნოსტიკური ტესტები ჩაიტაროთ. არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მკურნალობა გადაიტანოთ იმ დროისთვის, როდესაც მისი ჩატარება გაცილებით უსაფრთხო იქნება. თუ მკურნალობა პალიატიურია, მისი გადადებაც შესაძლებელია, რადგან ამ დროს ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარების რისკები და ფატალური შედეგი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ამასთანავე, სავარაუდოდ, ადამიანი გარდაიცვლება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ნათესავები არ დაიშვებიან. ხანდახან მკურნალობა შეიძლება კი არ გადაიდოს, არამედ შეიცვალოს ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ქირურგიული ჩარევა მართლაც საჭირო იყოს, მაგრამ პოსტოპერაციის პერიოდზე COVID–19-ის დართვამ მსუბუქი მდგომარეობა გაართულოს. ამიტომაც სპეციალისტები ცდილობენ, მსგავსი სიტუაციები მაქსიმალურად აირიდონ. ამ კატეგორიაში არიან ფილტვის, კუჭის, საყლაპავის, პანკრეასისა და კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტები. აქედან გამომდინარე, ექიმს ზოგჯერ შეუძლია ალტერნატივის სახით პაციენტს ქიმიოთერაპია შესთავაზოს, თუ ის მოცემულ სიტუაციაში ნაკლებად საშიში ჩანს, ოპერაცია კი მოგვიანებით დანიშნოს. ზოგჯერ შესაძლებელია პრეპარატების ინტრავენური შეყვანა ან მათი აბებით ჩანაცვლება. ჩვეულებრივ სიტუაციაში ზოგიერთ პაციენტს კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები ენიშნება. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იმუნურ სისტემას აღდგენასა და სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქიმიოთერაპიის გამო პაციენტს ინფექციის განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვს. დღეს უკვე კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოება გვთავაზობს ასეთი წამლების დანიშვნას იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ისინი რეკომენდაციას უწევენ ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნასაც (ანტიბიოტიკები ეფექტიანი არ არის კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისთვის, მაგრამ შეუძლია ბაქტერიულ გართულებებს გაუმკლავდეს). აქვე იცის უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სანდო სამედიცინო ინფორმაციის მიღება.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ქელეხებში მოქალაქეთა შეკრების შეზღუდვას მერიის ზედამხედველობის სამსახურიც გააკონტროლებს
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ შეკრებებისგან. მათ შორის, სარიტუალო ღონისძიებებისგან. „ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ძალიან რთულია, ერთბაშად შევიზღუდოთ ამ კუთხით და ადამიანებს შევუზღუდოთ გასვენებებში მისვლა, თუმცა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური პოლიციასთან ერთად ჩართულია ამ პროცესში და ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ქელეხებს და მაქსიმალურად ვუწევთ ორგანიზებას მოქალაქეებს, რომ საგანგებო პირობებში შეზღუდვები იყოს დაცული და მოქალაქეები არ შეიკრიბონ დისტანციის დაცვის გარეშე“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მიცვალებულის პატივისცემა, თუმცა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ქელეხები. „ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და სახელმწიფო მაქსიმალურად მოქმედებს ამ სიტუაციის შესაბამისად. ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ასეთი შეკრებებისგან. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა დღეს გვაქვს მაგალითი, რაც მოხდა მარნეულში, მინდა, რომ ყველამ გაითვალისწინოს ეს“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. შეგახსენებთ, რამოდენიმე საათია, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქელეხებისა და ქორწილების გადახდა აიკრძალა.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის სასაფლაოები დაიკეტება - ალექსანდრე მოწერელია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება. "სამივე დიდ ქალაქში სასაფლაოები დაიხურება და გაიღება მხოლოდ დღესასწაულების შემდეგ, როცა იქნება უსაფრთხო, მაშინ გავაღებთ" - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, ჯერჯერობით, საუბარი არ არის სხვა მუნიციპალიტეტებისა და სოფლების სასაფლაოების დახურვაზე. მხარის რწმუნებულმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ მედიკოსების რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
რუხის კლინიკიდან COVID 19-ით ინფიცირებული ქალი თბილისის ინფექციურში გადაიყვანეს
covid -19 ინფიცირებული ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან თბილისში, ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, რეფერირების მიზეზი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. "დამატებითი კვლევებია საჭირო. პაციენტი მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, მკურნალობასა და კვლევებში დამატებითი ჩარევაა საჭირო, რაც თბილისის ინფექციურისთვის გაცილებით იოლად მოგვარებადია“, - ამბობენ რუხის კლინიკაში. კოვიდ19-ით ინფიცირებული ასაკოვანი ქალი ტრაილერის მღოლის კლასტერს მიეკუთვნება, რომელსაც ვირუსი გასულ კვირაში დაუდგინდა. რაც შეეხება ზოგად სურათს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე 94 პირის ანალიზი გამოიკვლიეს. არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორის იყვნენ სამედიცინო დაწესებულებაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული პაციენტები, საკარანტინო ზონაში და თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ასევე ტრაილერის მძღოლის 2 კონტაქტი. შეისწავლეს მედპერსონალის ბიოლოგიური მასალაც. ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. ამასთან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაამოწმეს რუხის საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტის ანალიზიც, რომელმაც მკურნალობის 14 დღიანი კურსი გაიარა. მას ჯერ კიდევ უფიქსირდება ახალი კორონავირუსი და შესაბამისად მკურნალობას აგრძელებს. პაციენტი შუა ხნის ქალია, რომელიც მანამდე ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. ის აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა
პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 16 აპრილის 21 საათიდან 17 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 89 მოქალაქე დააჯარიმეს სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.