ნოიერმა გაახანგრძლივა

Headline Sport

მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. ბაიერნის ლეგენდარული ფეხბურთელისა და კლუბის გენერალური დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადება: "ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მანუელი ჩვენთან რჩება. ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარე და ჩვენი კაპიტანია." მანუელ ნოიერი: "ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს სახლში, ბავარიაში. ბაიერნი კი მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო კლუბია ევროპაში." რა განცხადებას აკეთებს რეკორდმაისტერის კიდევ ერთი ლეგენდა, ოლივერ კანი: "კარგად ვიცი რა სიტუაციაშია ახლა ნოიერი. კლუბში კარგად ვიცით, რა სურს ნოიერს და რა მიმართულებით განვითარდება მისი კარიერია. ჩვენ მისთვის მხოლოდ საუკეთესო გვინდა." მანუელ ნოიერი ბაიერნში 2011 წლის ზაფხულს შალკედან გადავიდა. მას შემდეგ კლუბთან ერთად 7 ბუნდესლიგა, 5 გერმანიის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და კლუბებს მსოფლიო თასი დაისაკუთრა. გერმანიის ნაკრებთან ერთად კი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. #headlinesport #sport #neuer #bayern #germany