შავი შოკოლადი დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებსაც დადებითი ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე.
კაკაოს ხის თესლი, საუკეთესო წყაროა ანტიოქსიდანტებისა.
კვლევებმა აჩვენა, რომ შავ შოკოლადს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეამციროს გულის დაავადება განვითარების რისკები.
გთავაზობთ შავი შოკოლადის 4 დადებით თვისებას:
1. როგორც აღინიშნა, შავი შოკოლადი დატვირთულია ანტიოქსიდანტებით: პოლიფენოლებით, ფლავანოლებითა და კატექინებით. კაკაოს თესლი ამ ნივთიერებების შემადგენლობითა და მაღალი აქტივობით გამოირჩევა სხვა პროდუქტებისგან.
2. ფლავანოლებს შეუძლიათ ასტიმულირონ ენდოთელიუმიდან(სისხლძარღვის ამომფენი გარსიდან) NO აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლება. ეს უკანასკნელი სისხლძარღვების მოდუნებას უწყობს ხელს, რაც განაპირობებს რეზისტენტობის შემცირებას და ამ მექანიზმით მაღალი არტერიული წნევისას, ახდენს მის ნორმალიზებას.
3. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ცნობილია, როგორც ცუდი ქოლესტეროლი, რომელიც გროვდება სისხლძარღვის კედელში და ახშობს სანათურს, რამაც შეიძლება ინფარქტამდე და ინსულტამდე მიგვიყვანოს. შავი შოკოლადი კი ამცირებს ცუდი ქოლესტეროლის დონეს სისხლში.
4. აღმოჩნდა, რომ შავი შოკოლადი მზის პირდაპირი სხივებით გამოწვეული დამწვრობისგან გვიცავს. ფლავანოლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანში, რაც დამცველობითად მოქმედებს, მზის სხივების საზიანო მოქმედებისგან.