SMS - "თქვენ 3000 ლარით დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევისთვის" - ჩვენ არ გაგვიგზავნია - შსს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140578 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით - "თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge". "ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს , , UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: , , თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge". ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება." - აღნიშნულია განცხადებაში.
0