"ვენერას დაბადება" ნახატების მთელი სერიაა, სადაც ბოტიჩელი ასახავდა გოგონას, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში უგონოდ იყო შეყვარებული, ეს გახლდათ ულამაზესი სიმონეტა ვესპუჩი. სანდრო ბოტიჩელი მისით აღტაცებული იყო და მისგან შექმნა ქმნილება, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც შეუდარებელი და ლამაზი სიმონეტა. გოგონა 23 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მხატვარმა იგი სამუდამოდ უკვდავჰყო.
აღორძინების ხანაში მრავალი მხატვარი მიმართავდა მითოლოგიას და არც სანდრო გახლავთ გამონაკლისი. მისი ესკიზები შედგება ძველი ბერძნული და რომაული მითოლოგიების ელემენტებისაგან. მაგალითად, ქალღვთაებას ძვ.ბერძნები აფროდიტეს უწოდებდნენ, ხოლო რომაელები - ვენერას. როგორც მითოლოგია ამბობს, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი ზღვის ქაფიდან წარმოიშვა. ამ ვერსიას რამოდენიმე პოემაც მიეძღვნა. ვენერას საკმაოდ მაცდური ფორმები აქვს: დახრილი მხრები, გრძელი ოქროს თმა. სწორედ ეს იყო მაშინ სილამაზის სტანდარტები, გლუვი კანი, იდეალური ფორმის პატარა მკერდი ...
თუ დავუკვირდებით და ჩავუღრმავდებით ნახატზე მოცემულ ალეგორიებს, შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ პერიოდი, რომელსაც ტილო ასახავს, უნდა იყოს გაზაფხული. ხელოვნებათმცოდნეები, ვენერა ბოტიჩელის ნაზ სახეს მადონას გამოსახულებებს, ხოლო მის დახვეწილ ფიგურას ძველი ბერძენი არქიტექტორების შემოქმედებას უკავშირებენ. ფლორენციელმა ოსტატმა მოახერხა მითოლოგიისა და რელიგიის გაერთიანება. უცნაურია, თუმცა ქალის სასქესო ორგანოები, თმის გარსის მსგავსად, ოქროსფრადაა დაფარული. ასე აღბეჭდა მხატვარმა მეტაფიზიკურად დაბადების სცენა, რომელიც მოგვითხრობს ქალღმერთის ოკეანეულ წარმოშობაზე.