http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140583
ვიდრე ტაშს დავუკრავთ, მთავრობა ვაიძულოთ რომ ამ ხალხს მიხედოს! ეს იქნება მათთვის ყველაზე დიდი ტაში! - წერს სოციალურ ქსელში, , , ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
"თქვენი თავი წარმოიდგინეთ ექიმის და ექთნის ადგილას ქვეყნის ათეულობით კლინიკაში, რომელიც საღამოს ან დილით დაქანცული სახლში მიდის და ტელევიზორიდან ესმის, რომ ექიმი ან ექთანი დაინფიცირდა. და ამ დროს ხედავს, რომ მისი სამუშაო გარემო იგივეა და დამცავი საშუალებები (ეკიპირება, ახალი შინაგანაწესი, გუნდებად დაყოფა, ცვლების გადაწყობა, პაციენტთა ნაკადების მართვა, ტესტები) არ დამატებია. ვიდრე ტაშს დავუკრავთ, მთავრობა ვაიძულოთ რომ ამ ხალხს მიხედოს! ეს იქნება მათთვის ყველაზე დიდი ტაში!" - წერს ჭიაბერაშვილი.