იხსნება ახალი ფანჯარა, რომლის სწორი გამოყენებაც საქართველოს სასიცოცხლო პრიორიტეტს წარმოადგენს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140586 იხსნება ახალი ფანჯარა, რომლის სწორი გამოყენებაც საქართველოს სასიცოცხლო პრიორიტეტს წარმოადგენს - ასე აფასებს , , ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგლია NATO-ს საგარეო მინისტერიალის გადაწყვეტილებას. "დღეს NATO-ს საგარეო მინისტერიალმა გადაწყვიტა, რომ დამატებით გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის სტრატეგიულ აუზში წვრთნების სახით, ისევე როგორც ჰიბრიდულ ომში ჩვენი დახმარებით. NATO დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია შავი ზღვის სტრატეგიული აუზი და მისი უსაფრთხოება. სამწუხაროა, რომ ამ დროს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა შავი ზღვის აუზის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის ცენტრალური მნიშვნელობის მატარებელი ანაკლიის პორტის პროექტის ჩასაგდებად. მაგრამ, ყველაფერი ცვალებადია — მათ შორის საქართველოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი პოლიტიკური ჯგუფებიც. შავი ზღვის აუზში ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს პრო-რუსული ინტერესი. ჩვენ ვხედავთ, რომ NATO-ს გაფართოება გრძელდება. რუსეთის ენერგიული მცდელობების მიუხედავად, ახლახან მონეტენეგრო მაინც გახდა NATO-ს წევრი. რამდენიმე დღის წინ, სამხედრო გაერთიანებას შეუერთდა ჩრდილოეთ მაკედონიაც. სწორი ძალისხმევის პირობებში, უახლოეს მომავალში, საქართველოც გახდება უსაფრთხოების საერთო ოჯახის წევრი, რითიც საბოლოოდ აღსრულდება ჩვენი ისტორიული მისია, რომლისთვის ბრძოლას ქართველთა მთელი თაობები შეეწირა. დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, რომლის სწორი გამოყენებაც საქართველოს სასიცოცხლო პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიამ და სხვა პრობლემებმა არ დაგვავიწყოს ამ კრიტიკული მიმართულებით მუშაობა" - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
0