ეკატერინე გორგოძე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია
Tbilisi Daily
ეკატერინე გორგოძემ დუბაიში, ITF W100+H ტურნირის წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა.
მან მეწყვილესთან, ინდოელ ანტიტა რაინასთან ერთად, ესპანელი ალიონა ბოლშოვა და სლოვენიელი კაია იუვანი ანგარიშით 6:4 3:6 10:6 დაამარცხა.
ტურნირის საპრიზო ფონდი, რომელიც 7-დან 12 დეკემბრამდე მიმდინარეობდა, $100 000-ია.