"ქართული ოცნება" აცხადებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პოზიცია უცვლელია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში დასრულდა „ქართული ოცნების“ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეხვედრა. პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, მისიის წარმომადგენლებმა გაიმეორეს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. „და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო მოსაზრება არის ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის შედეგებს. შედეგებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო“, - უთხრა მედიას თალაკვაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ასევე, სცენ პატივი საზოგადოების არჩევანს და იმ შედეგებს, რასაც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია გამოაცხადებს. ჟურნალისტების შეკითხვას, რომ იყო თუ არა ლაპარაკი სავარაუდო დაშინების და მოსყიდვის შესახებ, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ შესაძლო მოსიყიდვზე დაწერილი 7 საჩივრიდან წინასწარი შედეგებით ცნობილია, რომ 5 ჩადენილი იყო ოპოზიციური ძალის მიერ. თალაკვაძის განცხადებით, ეს გამოძიების საგანია. 3 ნოემბერს საერთაშორისო სადმკვირველო მისიას შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30929696.html #ახალი_ამბები #twitter