საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს - მარინა ეზუგბაია

Tbilisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ ჰყავთ და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. მისივე თქმით, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 8 შემთხვევის წყარო ცნობილია, ერთის კვლევა კი ახლა მიმდინარეობს. „44 დადასტურებული პაციენტიდან 17 გვყავს მძიმე პნევმონიით. საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყვს, იმ ორი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, მძიმე პნევმონიაში გადავიდა მათი მდგომარეობა. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე დღეში ალბათ გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება დაგვჭირდება და შესაბამის მონაცემებსაც მოგახსენებთ. ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელებული არის 53 ადამიანი. გუშინ 1 გამოჯანმრთელებული შეგვემატა, რომელიც გუშინვე გაეწერა,” - განაცხადა ეზუგბაიამ. #ეზუგბაია #ინფექციურისაავადმყოფო #პაციენტი #კრიტიკულიმდგომარეობა #tbilisidaily