საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შემდეგი კვირიდან გამოჩნდება
249 Views
Primetime
Tbilisi · 5 months ago

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან გამოჩნდება.

მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებულიპირბადეებისგადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით მოხდა.

„ახლა უკვე იმ ეტაპზე გავდივართ, როდესაც ვფიქრობ, რომ შემდეგი კვირიდან, სავარაუდოდ, შევძლებთ პირბადეების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში გავიტანოთ და მოსახლეობაზე მიწოდება გავაკეთოთ. ეს უნდა იყოს ბევრისთვის ხელმისაწვდომი და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებს მინისტრი.


საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შემდეგი კვირიდან გამოჩნდება - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 5 months ago
8
Write a comment
Similar Posts