0
სულაც არ არის რთული - დილით ყავა დალიო ოჯახში ყველაზე ლამაზი ჭიქიდან! სულაც არ არის რთული - მეზობელს გაუღიმო და უთხრა რომ ის კარგად გამოიყურება! სულაც არ არის რთული - მაღაზიაში მოლარეს მადლობა გადაუხადო და წარმატებული დღე უსურვო! სულაც არ არის რთული - სამარშუტო ტაქსის მძღოლს ჩასვლისას მადლობა გადაუხადო! სულაც არ არის რთული - გაუღიმო იმ მძღოლს, რომელიც მანქანას გააჩერებს ზებრაზე თქვენ რომ გადასვლისას გზა დაგითმოთ! სულაც არ არის რთული - არ დაყარო ქუჩაში ნაგავი! სულაც არ არის რთული -მოუბოდიშო იმ ადამიანს, რომელსაც შემთხვევით შეეჯახე ან დააბიჯე! სულაც არ არის რთული - დაუთმო ორსულს ან მოხუცს ადგილი ტრანსპორტში! სულაც არ არის რთული - "მარშუტკაში" დაქალი რომ დაგირეკავს უთხრა რომ მერე დაუკავშირდები, იმისთვის რომ თქვენი "საჭორაოთი" ყველა დანარჩენი არ შეაწუხო ტრანსპორტში! სულაც არ არის რთული -სამსახურში შესვლისას დაცვის თანამშრომელი მოიკითხო და ცოტა წაეჭორაო, ან მაგალითად ერთი ცალი კანფეტი აჩუქო:) სულაც არ არის რთული - კოლეგას შესთავაზო დახმარება! სულაც არ არის რთული - კაფეში ოფიციანტს, რომელუც გემსახურება, გაუღიმო და მადლობა მოუხადო რომ კარგად მოგემსახურა! სულაც არ არის რთული - ტაქსის მძღოლს უსურვო "მწვანე შუქზე" სიარული და მადლობა უთხრა რომ მოგიყვანა სახლამდე! სულაც არ არის რთული - დაურეკო საყვარელ ადამიანს და უთხრა რომ ის გიყვარს და სთხოვო რომ თავს გაუფრთხილდეს! სულაც არ არის რთული - მოიკითხო მშობლები, რომელთანაც აღარ ცხოვრობ და მოუხადო მადლობა რომ შენი მშობლები არიან! სულაც არ არის რთული - საკუთარ შვილს უთხრა, რომ ამაყობ იმით რომ მისი მშობელი ხარ და რომ იცი რომ მას ყველაფერი გამოუვა! სულაც არ არის რთული - მტირალა მეგობარს უთხრა "ყველაფერი კარგად იქნება მე მჯერა შენი და მე შენს გვერდით ვარ". სულაც არ არის რთული - უზრდელობაზე უზრდელობით არ უპასუხო! სულაც არ არის რთული - აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხო! სულაც არ არის რთული - ადამიანის მოკითხვა, ჩახუტება, გაღიმება, სიყვარულის ახსნა, კომპლიმენტის გაკეთება! დაფასება! სულაც არ არის რთული იყო ა დ ა მ ი ა ნ ი❣️❣️❣️
0