ნიკოლოზ რომანოვის ბორჯომული სიყვარული

0
ნიკოლოზ მიხეილს ძე რომანოვს თავდაპირველად შეყვარებია მისივე ბიძაშვილი, დედის მხრიდან, რაც მიუღებელი იყო მართმადიდებელ ქრისტიანთათვის. სიყვარულში გულგატეხილ ნიკოლოზს ცოლი აღარასოდეს შეურთავს და არც შვილი ჰყოლია. თუმცა მოგვიანებით, ნიკოლოზ რომანოვს, გარდა ბორჯომის ბუნებისა და სამონადირეო სიყვარულისა, შეყვარებია ვარვარა დავითის ასული რომანენკო. ჯერ კიდევ პატარა ვარვარა რომანენკო, როდესაც მისი ოჯახი უკრაინიდან, კერძოდ პოლტავიდან წაღვერში ჩამოუსახლებიათ. რუსულთან ერთად ქართული კარგად შეუსწავლია. თავდაპირველად, ვარვარა რომანენკო ნიკოლოზის ძმის, სერგეი რომანოვის სასახლის მეთვალყურის, კუხარევიჩის მეუღლე იყო, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ-ამავე სასახლის ახლად დანიშნულ მეთვალყურეს, ერმოშკინს გაჰყვა ცოლად. შემდეგ ვარვარა მის მეუღლესთან ერთად სამუსაოდ გადავიდნენ ლიკანის სასახლეში, სადაც ვარვარა 1949 წლამდე მუშაობდა. თავისი სილამაზით განთქმული ვარვარა სასახლის შეუცვლელი დიასახლისი და უერთგულესი მეგობარი იყო ნიკოლოზ რომანოვისა, რომელიც ასევე ეთაყვანებოდა მას. მათი სიყვარულის ამბავი და ურთიერთობა ხანგრძლივი იყო. მაგრამ ქალის დაბალი წარმომავლობის გამო, კნიაზ ნიკოლოზ არ შეეძლო მისი ცოლად შერთვა. სასახლის დიასახლისმა სიკვდილამდე, 1958 წლამდე იცხოვრა ბორჯომში.
0