არავითარი შეჭრა არ იგეგმება - ირაკლი ღარიბაშვილი ''ტვ პირველზე''
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ირაკლი ღარიბაშვილისგანცხადებით, ''ტვპირველში'' შეჭრა არ იგეგმება და ეს ინფორმაცია აბსურდია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
''ტვ პირველის'' მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსმთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდი. არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან. ეს მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო. ჩვენ დღეს 2021 წელს, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა ''იმედის'' დარბევა და შეჭრა.
რა თქმა უნდა ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს.აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.