საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება - ამირან გამყრელიძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში რეინფიცირებისმაჩვენებელიიზრდება. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ახალი შტამებია, რომელიც როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ცირკურირებს. ''თუ ჩვენ გადავიტანდით ინფექციას და გარანტირებული ვიყავით, რომ ინფექცია მეორედ არ შეგვხვდებოდა არ არის ასე. უკვე არის მუტაციები,ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკურირებს და წამყვანი არის ''ბრიტანული შტამი'', ამის გამო რეინფიცირებისშემთხვევები სამწუხაროდ თანდათანიზრდება'' - განაცხადა გამყრელიძემ.