„იტირა, იჩხუბა, თუმცა ეს ეპიზოდი ეთერში არ გავიდა“ – რატომ იტირა ნუცა ბუზალაძემ სცენაზე

0
რუსული მედია ნუცა ბუზალაძის და ცნობილი რუსი შემსრულებლის, სერგეი ლაზარევის რომანზე ალაპარაკდა. როგორც ერთ-ერთი ვებგვერდი წერს, რომ სერგეი ლაზარევი არ იშურებს საჯარო ქებას ქართველი კონკურსანტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგადად, კოლეგების შექებით არ გამოირჩევა ხოლმე. „შოუში სხვა გოგონამ გაიმარჯვა, მაგრამ მაყურებლებისა და ჟიურის წევრების ყურადღება ცალსახად მეორე ადგილზე გასულმა ნუცა ბუზალაძემ მიიპყრო. სერგეი ლაზარევი არ ელოდა, რომ ეს ყველაფერი პირადულში გადაიზრდებოდა. რუსული პროექტის კულუარებზე და სამომავლო გეგმებზე „პრაიმტაიმი“ მომღერალს დაუკავშირდა. საკუთარ შთაბეჭდილებებზე და გეგმებზე, მან პირველად ჩვენთან ისაუბრა. ნუცამ საკუთარი სიმღერა ქართველებს მიუძღვნა და ჟიურის ქართულ ენაზეც მიმართა. ბუზალაძემ ჟიურის ერთ-ერთი წევრის, სერგეი ლაზარევის დახმარებით, Sony-თან კონტრაქტი გააფორმა სიმღერა ჩაწერა და ერთ დღეში iTunes-ზე საუკეთესო ასეულშიც მოხვდა. – ნუცა, დავიწყოთ თავიდან, როგორ მოხვდით რუსულ შოუში? – ჯერ კიდევ პირველ სეზონზე დამიკავშირდა ქართველი გოგო, რომელიც „იურმალაზე“ გავიცანი და ახლა ამ პროექტზე მუშაობს. სწორედ, მან მითხრა ასეთი შოუ იწყება და შენი ვიდეოები გამოგზავნეო, თუმცა მაშინ უარი ვთქვი, რადგან კლიპს ვიღებდი და ერთდროულად ორ ქვეყანაში ვერ ვიქნებოდი. მეორე სეზონზე კი დავთანხმდი. ეს ფორმატი განსხვავებულია და მომეწონა, ჟიურის ას წევრს უნდა მოაწონო თავი, ამიტომ ეს მივიღე როგორც გამოწვევა. შოუს ფორმატი იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც გადავწყვიტე შოუში მონაწილეობის მიღება. – შენი გამოსვლა მიუძღვენი ქართველებს და ქართულად უთხარი ჟიურის: „მე თქვენ მიყვარხართ“ – ამას სპეციალური დატვირთვა და ჩანაფიქრი ჰქონდა შენი მხრიდან ასე მგონია… – მე ვარ ქართველი, აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ვცხოვრობ და შესაბამისად ჩემი ყველა გამოსვლა ეძღვნება ქართველებს. მიყვარს საქართველო, დიდ პატივს ვცემ მის კულტურას, დიდხანს სხვაგან ვერც ვჩერდები. რუსეთში და არამხოლოდ, ბევრი ქართველია ვისაც ენატრება საქართველო, მუსიკა ყველას აერთიანებს, მას არ აქვს პოლიტიკა და სწორედ ხალხს მივუძღვენი ჩემი გამოსვლა. – პროფაილში აღნიშნე, რომ მეორე ჩაწერაზე უფრო კარგად საუბრობდი რუსულად, ე.ი. რუსულ მეგაპროექტში ისე გახვედით ენაც არ იცოდით სათანადოდ… – ისე რა ვიცი რუსული, უფრო სმენით, კინოებით და სერიალებით. ფრანგულს ვსწავლობ და რუსული არ ვიცი. ამის მიუხედავად გავედი შოუში, დედაჩემის იმედი მქონდა, მაგრამ სტაფშიც გამიმართლა, ყველა მეხმარებოდა. თუმცა აქცენტს ვერაფერი მოვუხერხე, მაგრამ სახალისო ვიდეოები გამოვიდა. – როცა იურმალა მოიგე, დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ფაქტს მაშინ რუსეთშიც, მაგრამ შენ არ აირჩიე რუსული ესტრადა, გიცნეს ახლა რომ სცენაზე ის გოგონა იდგა? – სხვათაშორის ლაზარევმა გამომაცხადა „იურმალაზე“ და ქულებიც მან გამოაცხადა, სანამ „იურმალას“ კონკურსი დაიწყებოდა ბასკოვმა ამოიღო ჩემი ნომერი 14. როგორც იცით „იურმალას“ რუსული ესტრადის ყველა ვარსკვლავი ესწრება, მართალია იმ ნუცას და ახლანდელს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ მაინც მიცნეს. აღნიშნეს, რომ მას შემდეგ დიდი პროგრესი მაქვს.
0