ყველას შეუძლია წაიღოს, რაც სჭირდება – სამი მეგობარი ბათუმში სურსათს უსასყიდლოდ არგებს

0
სამი მეგობარი, გოგიტა ტუნაძე, გიორგი აბუსერიძე, ჯემალ ირემაძე ბათუმში სურსათს უსასყიდლოდ არგებს. ახალგაზრდებმა ფული შეაგროვეს და ბათუმში წერეთლის ქუჩაზე დახლი მოაწყვეს. ბიჭების დახლთან მოქალაქეების ნაკადი რამდენიმე დღეა არ წყდება. ქველმოქმედები იმედოვნებენ რომ პურს, შაქარს, ბრინჯს, ლიმონათს და რამდენიმე აუცილებელ პროდუქტს კიდევ უახლოესი დღეების განმავლობაში დაარიგებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა საზოგადოებამ დაიცვას მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და პროდუქტის აღების დროს დისტანცია.
0