ვიცი რომ მითვალთვალებდნენ - გაბუნიას პირველი ვიდეოკომენტარი სასამართლოსთან
Tbilisi Daily
ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.
„ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც ჩემმა დაცვამ შეამჩნია. მქონდა ინფორმაცია, რომელიც სუსისგან გამოვიდა და ისიც მითხრეს, რომ არავისთან არ უნდა მელაპარაკა“, - განაცხადა სასამართლოში შესვლამდე გიორგი გაბუნიამ. ის დღეს ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემს.