5 votes
1 comments
0 shares
Save
170 views
ანა ლობჟანიძე
Khashuri · 3 months ago
#დარჩისახლში
ანა ლობჟანიძე
Khashuri · 3 months ago
Similar Posts
ანა ლობჟანიძე
Khashuri · 3 months ago
#loveofmylife
მინდია ბაჟუნაიშვილი
Khashuri · 3 months ago
#დარჩისახლში
Meg An
Khashuri · 3 months ago
NL_international_smartfood ფასდაკლებები გრძლდება დაგვიმეგობრდი ფესიბქსე ,ინსტაგრამზე და მიიღე სახლიდან გაუსვლელად 100%ნატურალური პროდუქტები მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 598405300#დარჩისახლში
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
შანსი გაჩნდა, რომ ეპიდემიამ საქართველოში ნაკლები დანაკარგით გადაიაროს - შოთა ცანავა
შანსი გაჩნდა, რომ ეპიდემიამ საქართველოში ნაკლები დანაკარგით გადაიაროს, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემია გადაივლის, მაგრამ რის ხარჯზე, რა დანაკარგებითა და რა შენაძენით, ამას სპეციალისტები განსაზღვრავენ. „ეს შანსი გაჩნდა, რომ ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. რაც შეეხება საკითხსმ ეპიდემიამ გადაიარა თუ არა, ახლა პიკზე ვართ თუ არა და ა.შ, ეს პროფესიული საკითხებია. ამას ჩვენ – ეპიდემიოლოგები, ექიმები განვსაზღვრავთ და გეტყვით. საზოგადოებას არ ვუმალავთ ჩვენ არც ერთ ნაბიჯ. ეპიდემიამ უნდა გადაიაროს, სხვა გზა არ არის, უნდა გადაიაროს, მაგრამ რის ხარჯზე, რა ხარჯზე, რა დანაკარგებით, რა შენაძენით, ამას განვსაზღვრავთ“,- განაცხადა ცანავამ.#კორონავირუსი #პანდემია შოთაცანავა #დარჩისახლში #tbilisidaily
გიორგი მულაძე
Khashuri · 3 months ago
ხაშური კარანტინის მდგომარეობაში. #დარჩისახლში
+2
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
როდემდე დარჩება ძალაში აკრძალვა საავტომობილო გადაადგილებაზე?
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალვა, რომელიც საავტომობილო გადაადგილებას ეხება, ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ აკრძალვასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს. შესაბამისად გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ხვლ გახდება ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.#კორონავირუსი #აკრძალვები #საგანგებომდგომარეობა #დარჩისახლში #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ერთიანია საქართველო Covid-19-თან ბრძოლაში ?
სანამ დავიწყებთ მსჯელობას იმის შესახებ, არის თუ არა ერთიანი საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, გავიხსენოთ ბოლო ათწლეულში განვითარებული მოვლენები. საქართველო (თუ არ ჩავთვლით 1918-1921 წლებს) როგორც სახელმწიფო სულ რამდენიმე ათწლეულია რაც არსებობს. ამ პერიოდში არჩევნების გზით მხოლოდ ერთი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში. იქამდე იყო გადატრიალებები, აჯანყებები და ვარდების რევოლუცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია და შედეგადაც დაქსაქსული და პოლარიზებული საზოგადოება მივიღეთ. საყოველთაო კეთილდღეობისათვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო, არასამთავრობო სექტორი, თვითმმართველობა, მედია, პროფკავშირები თუ სხვა ინსტიტუტები, თუმცა ამის ნაცვლად, ქვეყანაში კონკრეტულ სუბიექტებს აქვთ გადანაწილებული ინსტიტუტების მართვა და ყველგან საკუთარ ნარატივს ავრცელებენ. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ნელ-ნელა ჩაიკეტა საზღვრები, დაწესდა რეგულაციები, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი, თუმცა ვერაფერი მოუხერხდა პოლარიზებულ საზოგადოებას და დაქსაქსულ ინსტიტუტებს. ყველა სფერო ცდილობდა, საკუთარი არგუმენტი გაეხადა ლეგიტიმური, ახლა კი დეტალურად განვიხილოთ ეს პროცესები. ლოზუნგმა #დარჩისახლში პირველ რიგში ბიზნეს სექტორს დაარტყა, რადგან საზოგადოებრივი მიმოსვლის გარეშე შეუძლებელია იარსებოს მოგებაზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ. კერძო პირებმა დანაკარგის პრობლემა თანამშრომლების დათხოვნით აღმოფხვრეს, ზოგს ამანაც არ უშველა და საერთოდ დაიხურა. ბიზნესის მეორე მხარეა ის ქსელური დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას თუ სხვა ინიციატივებს ამოეფარნენ და უხეშად არღვევდნენ თანამშრომლების უფლებებს, მაგალითად მოვიყვან ყველასათვის ცნობილ "სპარს", რომელიც კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ 21:00-06:00 მდე თანამშრომლებს მაღაზიაში, კერძოდ სარდაფში ტოვებდა. ბიზნესის სხვადასხვა სფეროებმა შეიმუშავეს ე.წ ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა საბოლოო ხელწერა ყველგან ერთი იყო. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბიზნეს სექტორს გადასახადების დაწევით თუ სხვა ინვესტიციებით, თუმცა საინტერესოა, როგორ შეძლებს ამას სახელმწიფოს შეზღუდული ბიუჯეტი, როდესაც კერძო პირებმა ამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, რითაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავეს, აქედან გამომდინარე ახლა სწორედ ეს მოწყვლადი ჯგუფი საჭიროებს ყველაზე დიდ დახმარებას. ქვეყანაში არსებული მუდმივი პარტიული დავა არც კორონავირუსს ჩამორჩა. ოპოზიციური პარტიები ხშირად აკრიტიკებდნენ მთავრობას. ხელისუფლება გარკვეული ოპოზიციის არგუმენტებს ითვალისწინებდა, ხოლო ზოგჯერ მათ გამოსვლას, მაგალითად გიორგი ვაშაძის მოთხოვნას სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პიარსა და აბსურდს აწერდა. ამის საპირწონედ ოპოზიციური პარტიები, აკრძალვის მიღმა ითხოვდნენ რეგულაციების შედეგად მიღებული კრიზისის მოკლე და გრძელვადიან გეგმას, რაც ჯერ-ჯერობით არ აქვს ხელისუფლებას შემუშავებული, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან განცხადებაში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ასეთ დროს, ყველა ვალდებულია მიიღოს თანამოქალაქეთა კეთილდღეობაში მონაწილეობა, ხოლო ვინც ამას არ შეასრულებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება იმ არგუმენტს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა პირველ ადგილზეა, თუმცა ამ სფეროშიც კი განვითარდა სხვადასხვა ტიპის დავები. პირველ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყოველი მეორე ეპიდემიოლოგია და თამამად აკრიტიკებდნენ პაატა იმნაძეს, თუმცა მათი არგუმენტები ეპიდემიოლოგის წინააღმდეგ სუსტი აღმოჩნდა. ამ ფაქტორმა სხვადასხვა ცვლადები შემოიტანა და გაჟღერდა აქამდე დამალული ისტორიები, მაგალითად იმნაძე-სააკაშვილის კონფლიქტის შესახებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია საპატრიარქოს მოქმედებების სერია. სეკულარულ სახელმწიფოში გაფორმებული კონკორდატი საპატრიარქოს საკმაოდ დიდ პრივილეგიებს აძლევს, ამიტომ მათთან დაპირისპირებას სახელისუფლებო პარტიები ყველა დროში ერიდებოდნენ. კორონავირუსთან ბრძოლის გამო დაწესებული რეგულაციები საპატრიარქოს მხოლოდ ირიბად შეეხო. არ შეცვლილა ზიარებისა და საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრის წესი, მრევლი მხოლოდ დისტანციას იცავდა, ისიც ყოველთვის ვერ ხერხდებოდა ხალხმრავლობის გამო. წინასააღდგომოდ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილება. აქედან გამომდინარე შეიქმნა ფონი, თითქოს ეს რეგულაცია აღდგომის დღესასწაულზე ხალხმრავლობის პრევენციის მიზნით იყო მიღებული, თუმცა მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ეს შეზღუდვა არ ეხება. სახელმწიფომ ინდივიდს გადააბარა მთლიანი პასუხისმგებლობა და ეკლესიის პრივილეგირებულობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, ხოლო რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი ამას დროთა განმავლობაში ციფრები გვიჩვენებს. საერთო ჯამში COVID-19 გამოავლინა, რომ არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს და გათავისუფლდეს ვიწრო წრის კერძო ინტერესებისაგან, რადგან ზემოთ ხსენებული იწვევს პოლარიზაციას, ხოლო ერთიანობა შეუძლებელია ეკონომიკურად შემდგარი, განათლებული და ერთიანი საზოგადოების გარეშე.#კორონავირუსი #სახელმწიფო #ერი #ეპიდემია #ოპოზიცია #TbilisiDaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ირაკლი ჩიქოვანის პასუხი კრიტიკაზე, ავტომობილით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებთან დაკავშირებით
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანახმად, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება 27 აპრილამდე იკრძალება. ამ ფაქტმა საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ირაკლი ჩიქოვანი, კი კითხვას რა რისკს შეიცავს საკუთარი მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და რატომ გახდა აუცილებელი ამ კონკრეტული შეზღუდვის თარიღის გადაწევა, რასაც მოქალაქეები ყველაზე მეტად აპროტესტებენ, პასუხობს, რომ ლოგიკას ვწყდებით, როცა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების პრობლემატურობაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა მთავარი რეკომენდაციაა – დავრჩეთ სახლში. „სახლში რომ დავრჩეთ, ამისთვის აუცილებელია, ყველამ კარგად გავითავისოთ ის რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს ეს რეკომენდაციები რომელიმე პოლიტიკოსის მოფიქრებული არ არის. ეს არის პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ, ერთადერთია და საუკეთესო პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია და სახლიდან არ გავიდეთ, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ჩვენ ვხედავდით, რომ მობილობა საკმაოდ მაღალი იყო. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ზუსტად ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და პიკურ ვითარებაში მაქსიმალურად დაბალი ციფრებით შესახვედრად მივიღეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა ,,მოამბეში".#კორონავირუსი #საგანგებომდგომარეობა #შეზღუდვები #დარჩისახლში #tbilisidaily
Gori Daily
Gori · 2 months ago
გორის მუნიციპალიტეტში ავტომობილების გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა
გორის მუნიციპალიტეტში, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა. ამის შესახებ ნათქვამია, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ყურადღება !!! 22 აპრილიდან 27 აპრილამდე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით. ავტომობილით მოძრაობა შესალებელია მხოლოდ მითითებულ დროს - დილის 6:00 საათიდან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე. მსუბუქი ავტომობლით გადაადგილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები - ავტომობილში დაიშვება მაქსიმუმ სამი პიროვნება პირბადეებით.#დარჩისახლში“. შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.#რეგულაციები #გორი #გორისმუნიციალიტეტი #კორონავირუსი #goridaily
Batumi Daily
Batumi · 2 months ago
ნიჟარაძე: შესაძლოა, შემდეგი კვირა გვქონდეს კრიტიკული
აჭარის ჯანმდაცვის მინისტრის მოადგილე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შემდეგი კვირა შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მართვის თვალსაზრისით. "შემდგომი კვირა შესაძლოა გვქონდეს კრიტიკული, ეს დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს ქცევაზე. ეს, რა თქმა უნდა, უკონტროლო ზრდასთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ თუ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ საკითხს, რომ ნაკლებად გავლენ ქუჩაში, ნაკლებად ექნებათ კომუნიკაცია, ზრდის ტემპი იქნება უფრო იშვიათი და მართვადი". ნიჟარაძემ თქვა, რომ ყოველდღიურად ასამდე ლაბორატორიული ნიმუში იგზავნება კორონავირუსზე გადასამოწმებლად. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში უკვე 41 ადამიანია გადის მკურნალობას. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, თუ მოქალაქეები მომავალ კვირას სახლში არ დარჩებიან, მათ შორის, წავლენ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიაზე, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღამის წირვა გადაიდო, თუმცა მრევლს დილის 7 საათიდან ლოცვაზე დასწრება მაინც შეეძლებათ. მეცნიერებისა და ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად ამბობს, რომ სახლში დარჩენა და ვირუსის გავრცელების შენელება ამ ეტაპზე კრიტიკულია.#დარჩისახლში #ჯანდაცვა #კორონავირუსი #Batumidaily