ამადეო მოდილიანის ნახატი - "შიშველი ქალი, რომელიც მარჯვენა მხრის ზემოდან იყურება" - ამ ქალის სახელი კი გახლავთ ალექსანდრა დადიანი. ეს ნახატი სოთბის აუქციონზე 26 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. მოდილიანიმ 1911 წელს პარიზში, ქართველი თავადი ქალი, ალექსანდრა დადიანი დახატა. თავად ალექსანდრა იყო ილია ჭავჭავაძის დის, თამარ ჭავჭავაძის ქალიშვილი. ალქსანდრა დადიანი, რომელიც თავადაც ბიოლოგი გახდა, ცოლად გაჰყვა გერმანელ ბიოლოგს - კონრად როსთს. 1911 წელს კი, პარიზში ერთ-ერთი მორიგი მოგზაურობისას შეხვდა მის პეტერბურგელ კარგ ნაცნობს, რუს პოეტ ქალს - ანა ახმატოვას, რომელსაც მაშინ მცირეხნიანი რომანი ჰქონდა გაბმული ამადეო მოდილიანთან. სწორედ ანამ გააცნო ალექსანდრა ამადეოს. მოდილიანი კი ძალიან მოიხიბლა ქართველი თავადის ქალის სილამაზით და არისტოკრატული მომხიბვლელობით და ეჭვიანობით ცნობილ ახმატოვას ისიც კი განუცხადა, რომ ალექსანდრას დახატვა სურდა და შემდეგ თავად ალექსანდრას დათანხმებაც მოახერხა, რომ მისთვის შიშველს ეპოზიორა. ალექსანდრა დადიანი საქართველოში კომუნისტური რევოლუციის პერიოდში გადაასახლეს და ამგვარად, უკვე მოხუცებულობაში დაბრუნდა სამშობლოში, გარდაცვალების შემდგომ კი საგურამოში დაკრძალეს, მისი ახალგაზრდული, კოლხური სილამაზის გამოსახულება კი სამუდამოდ დარჩა კაცობრიობას ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის - ამადეო მოდილიანის წყალობით.
#art
#photo
#events
#sport
#funny
#crypto
#business
#opinion
#news
#politics
#goodplaces
#design
#food
#religion
#gaming