მოსკოვი იმ ქვეყნებს განმარტებებს მოსთხოვს,რომლებმაც მისი რეზოლუცია დაბლოკეს .საქართველოს და უკრაინას

0
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკა რუსული რეზოლუციის პროექტი სანქციების მოხსნის შესახებ, რაც ხელს უშლის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის ვებგვერდზე. მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის გარდა, რეზოლუციას 28 თანაავტორი ჰყავდა. მოსკოვი მოუწოდებს იმ ქვეყნებს, ვინც რეზოლუციის პროექტი დაბლოკა, წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, რუსი დიპლომატები აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებმა „თავი არ შეიწუხონ, რადგან მათი პოლიტიზირებული არგუმენტები არაფრის მომცემია“.
#politics
#news
#opinion
#russia
#coronavirus
#covid19
0