10 კლინიკა საქართველოში, სადაც CoViD-19-ით ინფიცირებულებს იღებენ

0
„ამ შემთხვევებიდან 2 პაციენტი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენი გადანაწილებულია კოვიდის მიმღებ დანარჩენ სხვა დაწესებულებაში“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მან ის კლინიკები ჩამოთვალა, რომლებშიც ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. „თქვენ იცით, რომ თბილისში სამი დაწესებულება არის მიმღები (ბოჭორიშვილი, ინფექციური და საუნივერსიტეტო კლინიკა), გორში ერთი ჰოსპიტალია, ქუთაისში ორი ინფექციური საავადმყოფო ღებულობს, ბათუმშიც ასევე ორი და კიდევ საჩხერესა და ზუგდიდში. სულ არის 10 კლინიკა, რომელიც დადასტურებულ შემთხვევებს ღებულობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
0