გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან "პუბლიკას" ჟურნალისტს კამერაში წიხლი მოარტყეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, სადაც სიტუაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში დაძაბული იყო, "პუბლიკას" ჟურნალისტს, რომელიც შემთხვევის გადაღებას ცდილობდა, კამერაში წიხლი მოარტყეს. ვიდეომასალა თავად მედიასაშუალებამ გაავრცელა.
პირი, რომელიც ჟურნალისტის მიმართ ფეხს იქნევს, იგინება. ის ამბობს, რომ სახეს არ მალავს. ვიდეომასალაში პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ჟურნალისტი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30922733.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020