"პოლიციის მთელი განყოფილება ფეხზე იდგა...

Tbilisi Daily

და­კარ­გუ­ლი 7 წლის ბი­ჭის მამა ვა­ლე­რი მსმო­ი­ა­ნი პო­ლი­ცი­ას სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. რო­გორც მან AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, მისი შვი­ლი სამ­გო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­ში იპო­ვეს. "ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ პო­ლი­ცი­ის, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მგო­ნი არა­ვინ დარ­ჩა, ყვე­ლა ფეხ­ზე დად­გა და სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­ში იპო­ვეს ჩემი შვი­ლი. აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის არის.დღეს სკო­ლას­თან ელო­დე­ბო­და დედა. ბევ­რი ბავ­შვი რომ გა­მო­ვი­და, აი­რია ბავ­შვებ­ში და დე­დამ ვერ იპო­ვა. ბავ­შვს გა­უ­ჩე­რე­ბია "მარ­შუტ­კა" და წა­ყო­ლია. შე­ში­ნე­ბუ­ლი არ არის, ცოტა დაბ­ნე­უ­ლი თვა­ლე­ბი აქვს" - გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის მა­მამ. ცნო­ბის­თვის, ბი­ჭის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღეს გავ­რცელ­და. იგი ბო­ლოს სამ­გო­რის მეტ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ხეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებ­დნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­დნენ.