საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 746-მდე გაიზარდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 746-მდე გაიზარდა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, კარანტინში 3076 ადამიანი იმყოფება, ხოლო 250 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 576-ს შეადგენს. ვირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. http://pirveliradio.ge/?newsid=144476