კორონავირუსით ინფიცირებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრი უსიმპტომოდ, სახლში იმყოფება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე თავს კარგად გრძნობს და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. მისივე ცნობით, ნინო ნიჟარაძის ვირუსული ინფექცია უსიმპტომოა და მუშაობას სახლიდან აგრძელებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი 30 ოქტომბერს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო უცნობია. სამინისტროში აცხადებენ, რომ თანამშრომლების თვითიზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა არ დადგინდა, რადგან მინისტრთან მათი ურთიერთობისას ყველა წესი დაცული იყო. ჯანდაცვის მინისტრის ორივე მოადგილე და თანამშრომლები მუშაობას სამინისტროს შენობაში აგრძელებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30925214.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020