ბათუმში კარფურთან მანქანა ამოტრიალდა
Batumi Daily
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი პაციენტი ზედაპირული ტრავმებით კლინიკა BROTHERS-ში მოათავსეს, ხოლო ერთი მოქალაქე თავის ტრავმით ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით, ის არასრულწლოვანია. მაუწყებელი სხვა დეტალებს აზუსტებს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული. მიმდინარეობს გამოძიება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#დღისსიახლეები
#ავტოსაგზაოშემთხვევა
#batumidaily
წყარო - adjaratv.ge
ფოტო - batumelebi.ge
#ახალიამბები