ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს განმეორებითი კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142857 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილმა აცხადებს, განმეორებითმა ტესტმა აჩვენა, რომ ექიმს კორონავირუსი არ აქვს. „გუშინ განმეორებითი ტესტის პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მოვიდა უარყოფითი. ამის შესახებ დეტალურ განმარტებებს და ოფიციალურ განცხადებას 11:30 საათზე გავაკეთებთ“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.